
ჩვენ შესახებ
Sensors & Smart technologies წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმწოდებელ საკონსულტაციო კომპანიას სოფლის მეურნეობის სფეროში, რომლის მიზანია, აგრობიზნესში ჭკვიანი ტექნოლოგიების ინტეგრაცია, საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის.
კომპანია ორიენტირებულია საქართველოში დანერგოს მეურნეობების მართვის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა, დააზღვიოს რისკები და ნაკლები დანახარჯებით ფერმერს მისცეს საშუალება აწარმოოს უფრო მეტი და მაღალი ხარისხის პროდუქტი, აღნიშნული ბერკეტებით კი მნიშვნელოვნად განავითაროს სოფლის მეურნეობა.
SST აგრობიზნესს სთავაზობს, მსოფლიოს მოწინავე, სენსორების მწარმოებელი კომპანიების Davis Instruments და Metos by Pessl Instruments პროდუქტებს, როგორიცაა: მეტეოსადგურები, სხვადასხვა ტიპის სენსორული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფები.
კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი გუნდისგან, რომლებსაც აქვთ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ერთის მხრივ ეს გახლავთ „CVIG“, რომელმაც დაარსების დღიდან (2017 წელი), ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი სენსორული სისტემის ინსტალაცია და პროგრამული გამართვა უზრუნველყო. მეორეს მხრივ კი აგრონომებისა და აგროინჟინრების პროფესიონალი გუნდი, რომლებიც უკვე მრავალი წელია მუშაობენ აგრარულ სფეროში და რამდენიმე ასეული ჰექტარი ბაღის გაშენების და მართვის გამოცდილება აქვთ.