top of page

ვენახის და მარწყვის ბაღში სენსორული სისტემების ინსტალაცია და სპეციალიზირებული აგრონომიული კონსულტაცია

SST-მ ხევსურთსოფელში გაშენებული მარწყვის და ვენახის ბაღში, გარემო ფაქტორების მონიტორინგის, დაავადებების და მავნებლების მართვის, არსებული რისკების დაზღვევის, საოპერაციო ხარჯების მინიმაზიის მიზნით და ა.შ. სენსორული სისტემების პროექტირება მონტაჟი და პროგრამული გამართვა უზრუნველყო. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე კომპანიის ექპსერტების მიერ განისაზღვრა რეკომენდებული სენსორული სისტემების ტიპი და რაოდენობა, აღნიშნულის შემდგომ კი SST-მ უზრუნველყო სისტემების იმპორტი და სრული გამართვა. 

დამონტაჟებული სენსორული სისტემები:
 

  • მეტეოსადგური - Vantage Pro2 GroWeather

  • ტენსიომეტრი

  • WVC

  • ნიადაგის ტემპერატურის სენსორი

  • ფოთლის სისველის სენსორი

  • ნიადაგის მარილიანობის სენსორი

ამ ეტაპზე SST-ს სერტიფიცირებული აგრონომი  სონსორული მონაცემებზე დაყრდნობით, მათი დეტალური გაანალიზებით დამკვეთს აწოდებს ზუსტ და დეტალური ინფორმაციის/რეკომენდაციებს  მეურნეობაში ჩასატარებელ აგროღონისძიებეზე.

  • მდებარეობა: მცხეთა მთიანეთი, ხევსურთსოფელი

  • კულტურა: ვენახი და მარწყვი

  • სრული ფართობი: 3.3 ჰექტარი
          - მარწყვი: 2.3 ჰა
          - ვენახი - 1 ჰა

PXL_20230426_102020844.PORTRAIT.jpg
DJI_0455.JPG
PXL_20230426_102020844.PORTRAIT.jpg
bottom of page