
7 ნაბიჯი მეტეოსადგურის ზამთრისთვის მოსამზადებლად

შეინარჩუნეთ სენსორები იდეალურ მდგომარეობაში და ახალი სეზონი სრულ მზადყოფნაში დაიწყეთ.
მიმდინარე წლის სავეგეტაციო სეზონი შესაძლოა მიწურულს უახლოვდება, მაგრამ სოფლის მეურნეობა არასოდეს ისვენებს ბოლომდე. ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას სჭირდება სათანადო მოვლა სეზონის დასასრულს, თქვენს მეტეოსადგურსა და სენსორებსაც ყურადღება სჭირდება. თუ ზამთარში მათ უყურადღებოდ დატოვებთ, გაზაფხულზე შესაძლოა სხვა და სხვა პრობლემები დაგხვდეთ (მონაცემებში ხარვეზები, კვების პრობლემა და ა.შ). ახლავე მომზადებით თქვენ არა მხოლოდ ინვესტიციას იცავთ, არამედ ახალი სეზონის უპრობლემო დაწყებასაც უზრუნველყოფთ.
სანდო მონაცემები გონივრული გადაწყვეტილებების საფუძველია – თესვიდან მავნებლებთან ბრძოლამდე – და თქვენი მოწყობილობები მზად უნდა იყოს იმ მომენტში, როცა დაგჭირდებათ. SST გთავაზობთ 7 აუცილებელ ნაბიჯს, რომ სეზონი თავდაჯერებულად დახუროთ, რადგან ახლა დახარჯული რამდენიმე საათი გაზაფხულზე დღეებზე გაწელილ უსიამოვნებას აგარიდებთ: სწორად მომზადებული მეტეოსადგური და სენსორები ახალი სეზონის პირველივე დღიდან სანდო მონაცემებს მოგაწვდით.
1. მონაცემთა გადაცემის პარამეტრების კორექტირება: აკუმლატორის ენერგიის დაზოგვა ზამთრის მოკლე დღეებში
ზამთარში დღე მოკლეა და მზის პანელი აკუმლატორს ნაკლებად მუხტავს, მისი ენერგიის დასაზოგად:
-
დააყენეთ სადგურზე მონაცემთა გადაცემის სტანდარტული, 1-საათიანი ინტერვალი (მოერიდეთ საათში ერთხელზე უფრო ხშირ გადაცემას მაგალითად როგორიცაა 5 წუთიანი რეჟიმი).
-
პერიოდში როცა ყინვა რისკს არ წარმოადგენს გამორთეთ წაყინვის გაფრთხილებები (frost alerts) და ზედმეტი შეტყობინებები.
2. ნიადაგის ტენიანობის სენსორების ამოღება და შენახვა
თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, ბოლო მორწყვის შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ნიადაგის ტენიანობის სენსორები (soil moisture sensors), რომლებიც ზედაპირთან ახლოსაა და მარტივად ამოიღება.
-
არასოდეს ამოქაჩოთ სენსორი სადენით! ფრთხილად ამოთხარეთ.
-
შენახვამდე გაწმინდეთ და გააშრეთ.
-
შეინახეთ სუფთა, მშრალ ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ კოროზია ან დაზიანება.
ღრმად დამონტაჟებული სენსორები: 30, 60 ან 90 სმ სიღრმეზე ჩადგმული სენსორების ამოღება რთულია და ნიადაგის სტრუქტურასაც არღვევს, რაც შემდეგ გაზომვების სიზუსტეზე აისახება. ასეთ შემთხვევაში დაგეგმეთ მათი მოვლა ჩვენს გუნდთან ერთად: დაიცავით ზედაპირზე არსებული კაბელები და შეერთებები, ხოლო ამოღების საჭიროება თქვენი ნაკვეთისა და სენსორის ტიპის მიხედვით განვსაზღვროთ.
3. iSCOUT და CropView მოწყობილობების შენობაში შეტანა: მწერების ხაფანგებისა და კამერების მოვლა შენახვა
-
გამოაერთეთ მზის პანელები და აკუმლატორები.
-
გაწმინდეთ ლინზები და საფარები (გამოიყენეთ ნაზი ქსოვილი რათა არ დაკაწროთ ლინზები და არ დატოვოს ლაქები).
-
შეინახეთ მშრალ, დაცულ ადგილას.
-
თუ საჭირო გახდა განაახლეთ ჩაშენებული პროგრამა (firmware) რისთვისაც ჩვენ უნდა დაგვიკავშირდეთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ მის პროგრამულ მხარეს.
4. სენსორებისა და მზის პანელების გაწმენდა
გაზომვების სიზუსტე სისუფთავეზეა დამოკიდებული.
-
მოაშორეთ ფოთლები, მწერები და ნაგავი ნალექმზომს .
-
შეამოწმეთ, თავისუფლად მოძრაობს თუ არა ქარის სენსორის მექანიზმი. (მექანიკური ანემომეტრის შემთხვევაში)
-
გაწმინდეთ მზის პანელები და სენსორების ზედაპირები ზუსტი გაზომვებისთვის, მაქსიმალური სიფრთხილით.
5. წაყინვის მონიტორინგის პარამეტრების გადახედვა: ენერგიის დაზოგვა სეზონგარეშე პერიოდში
თუ ზამთარში წაყინვის მონიტორინგი (frost monitoring) არ გჭირდებათ, გამორთეთ ის FieldClimate-ში აკუმლატორის დასაზოგად.
რჩევა: წაყინვის რეჟიმი ხელახლა ჩართეთ ადრე გაზაფხულზე, როცა წაყინვის რისკი ბრუნდება.
6. შეკეთებისა და კალიბრაციის დაგეგმვა
ნუ დაელოდებით სეზონის დაწყებას
-
შეამოწმეთ, საჭიროებს თუ არა რომელიმე სენსორი შეკეთებას ან კალიბრაციას.
-
SST საქართველოში, ადგილზე ემსახურება ყველა მოწყობილობას. დაგვიკავშირდით დეკემბრის ბოლომდე, რათა თქვენი მოწყობილობები 2027 წლის სეზონისთვის მზად იყოს.
7. თქვენი სისტემის დოკუმენტირება
მომავალში საკუთარ თავს მადლობას ეტყვით.
-
ჩაინიშნეთ, სად იყო დამონტაჟებული თითოეული სენსორი.
-
შეინახეთ სადგურების ID-ები და კონფიგურაციის პარამეტრები.
-
გადაიღეთ რამდენიმე ფოტო, რომ მომავალ სეზონზე ხელახალი მონტაჟი გაგიადვილდეთ.
ამინდს ვერ აკონტროლებთ, მაგრამ შეგიძლიათ აკონტროლოთ, რამდენად მზად ხართ მისთვის. ახლა დახარჯული რამდენიმე საათი მოგვიანებით დღეების უსიამოვნებას აგარიდებთ და უზრუნველყოფს, რომ თქვენმა მეტეოსადგურებმა და სენსორებმა ახალი სეზონის პირველივე დღიდან სანდო მონაცემები მოგაწოდონ. ზამთრისთვის სწორი მომზადებით თავიდან აიცილებთ ზედმეტ შეკეთებას, დაიცავთ ინვესტიციას და ახალ სეზონს სანდო მოწყობილობებით შეხვდებით.
თუ რომელიმე ნაბიჯთან დაკავშირებით ეჭვი გაქვთ – კალიბრაციიდან სათადარიგო ნაწილებამდე – ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ. ერთად დავრწმუნდეთ, რომ გაზაფხულის დაბრუნებისას თქვენი მოწყობილობები არა უბრალოდ შენახული, არამედ სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
ხშირად დასმული კითხვები
1. რატომ უნდა მოვამზადო მეტეოსადგური ზამთრისთვის?
ზამთრის პირობები – ყინვა, თოვლი და მზის ნაკლები ნათება – მოწყობილობების მუშაობაზე ყველგან მოქმედებს, მიუხედავად იმისა, კახეთში ვენახი გაქვთ, ქართლში ხეხილის ბაღი თუ სამეგრელოში მოცვის დიდი ფართობები. ზამთრის დადგომამდე მომზადება უზრუნველყოფს ზუსტ მონაცემებს, აკუმლატორის ხანგრძლივ მუშაობას და გაზაფხულზე ძვირადღირებული შეკეთების თავიდან აცილებას.
2. როდის ჯობია მეტეოსადგურის ზამთრისთვის მომზადება?
ბოლო მორწყვის ან მოსავლის აღების შემდეგ, წაყინვების დაწყებამდე. გირჩევთ, სერვისი დეკემბრის ბოლომდე დაასრულოთ, რომ მოწყობილობები მომავალი სავეგეტაციო სეზონისთვის მზად იყოს. SST ყველა მოწყობილობას ადგილზე, საქართველოში ემსახურება.
3. საჭიროა თუ არა ზამთარში ნიადაგის ტენიანობის სენსორების ამოღება?
ვენახებში, ხეხილის ბაღებსა და ღია მინდვრებში გაყინულმა ნიადაგმა შეიძლება სენსორები დააზიანოს. ზედაპირთან ახლოს დამონტაჟებული სენსორები ამოიღეთ, გაწმინდეთ და მშრალ ადგილას შეინახეთ, რომ მომავალ სეზონზე საიმედოდ იმუშაონ. ღრმად (30–90 სმ) ჩადგმული სენსორების შემთხვევაში დაგვიკავშირდით – ერთად განვსაზღვრავთ, ღირს თუ არა მათი ამოღება.
4. როგორ გავახანგრძლივო აკუმლატორის მუშაობა სეზონგარეშე პერიოდში?
დააყენეთ მონაცემთა გადაცემა საათში ერთხელ, გამორთეთ წაყინვის მონიტორინგი, თუ არ გჭირდებათ გათიშეთ ზედმეტი გაფრთხილებები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელი და ნაკლებად მზიანი ზამთრის მქონე რეგიონებში.
5. სად შემიძლია მივიღო სერვისი ან სათადარიგო ნაწილები?
SST ყველა მოწყობილობას ადგილზე, საქართველოში ემსახურება: ჩვენი გუნდი გთავაზობთ კალიბრაციას, პროგრამული უზრუნველყოფის (firmware) განახლებას და სათადარიგო ნაწილებს. დაგვიკავშირდით წლის ბოლომდე, რომ თქვენი სადგური გაზაფხულისთვის მზად იყოს.
როგორ ფიქრობთ, რომელ ნაბიჯს ტოვებთ ყველაზე ხშირად ყურადღების მიღმა, როცა მეტეოსადგურსა და სენსორებს ზამთრისთვის ამზადებთ?
