სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, აგრო-მეტეოსადგურის და სენსორების მონტაჟი
SST-მ კომპანია თბილღვინოს საკუთრებაში არსებულ 6 ნაკვეთი, ჯამში 471 ჰექტარზე გაშენებული ვენახი სრულად აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით: აგრო-მეტეოსადგურით, სენსორებით და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით.
აღნიშნული სისტემების (აგრო-მეტეოსადგური და სენსორები) ინტეგრაციით შესაძლებელია ბაღში რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდეს აგროტექნიკური ღონისძიებების დაგეგმვა, რისკების დაზღვევა, რესურსების ოპტიმალური გამოყენება და ნაკლები დანახარჯით მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით კი ნაკვეთი სეტყვის დამანგრეველი ზიანისგან იქნება დაცული. მოწყობილობა ხმოვან-შოკურ ტალღებს გაისვრის შტორმის ღრუბლის მიმართულებით, რომელიც 15 კილომეტრ სიმაღლეს აღწევს, რითაც ხელს უშლის ყინულის კრისტალების წარმოქმნას, შეკვრას და სეტყვად ფორმირებას. პროექტის ფარგლებში 45 ჰექტრის ფართობის ვენახი იქნება დაცული სეტყვისგან.
ნაკვეთზე დამონტაჟდა ავსტრიული კომპანია Metos by Pessl Instruments-ის მიერ წარმოებული სენსორული სისტემები, კერძოდ:
▪️ აგრო-მეტეოსადგურები
▪️ ირიგაციის მონიტორინგის სისტემები
▪️ მავნებელ-დაავადების მონიტორინგის სისტემები
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კი ესპანური კომპანია Grupo SPAG-ის მიერაა წარმოებული. ერთი სისტემა ჯამში 80 ჰექტრამდე ნაკვეთს იცავს სეტყვისგან.
მდებარეობა:კახეთი
კულტურა: ვაზი
მთლიანი ფართობი: 471 ჰექტარი