აგრო-მეტეოსადგურის მონტაჟი ნუშის ბაღში
SST-მ სიღნაღში 150 ჰა-ზე გაშენებულ ნუშის ბაღში ავსტრიული კომპანიის Metos by Pessl Instruments-ის წარმოებული აგრო-მეტეოსადგური დაამონტაჟა და პროგრამულად გამართა.
მეტეოსადგურის ტიპი: μMETOS 300-USW
აგრო-მეტეოსადგურით ბაღის მეპატრონე და აგრონომი ონლაინ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას 3-7-14 დღიან ამინდის პროგნოზზე და 23 ტიპის კლიმატურ მონაცემზე, კერძოდ:
▪️ ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა
▪️ მზის რადიაცია
▪️ ქარის შესახებ მონაცემები
▪️ ევაპოტრანსპირაცია
▪️ წვიმის მაჩვენებელი
▪️ VPD
▪️ Chilling hours
▪️ Growing degree days (GDD)
▪️ Due point
▪️ Delta T
ამასთან აღნიშნული სისტემით შესაძლებელია ნუშის 13 დაავადების გავრცელების რისკების დეტალურ მონიტორინგი (IPM, Disease Model), რაც შესაძლებელს ხდის ბაღში დროულად ჩატარდეს რელევანტური წამლობები.
მონაცემებზე დაყრდნობით დაგეგმეთ აგროღონისძიებები ბაღში, მოახდინეთ რისკების პრევენცია და მინიმუმამდე დაიყვანეთ საოპერაციო ხარჯები!
მდებარეობა: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
კულტურა: ნუში
მთლიანი ფართობი: 150 ჰექტარი