ხეხილოვანი კულტურის სანერგეში სენსორული სისტემების ინსტალაცია
კომპანია SST-მ შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ქიწნისში 30 ჰა-ზე ევროსტანდარტებით მოწყობილ ხეხილოვანი კულტურების სანერგეში აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები დააპროექტა, დაამონტაჟა და პროგრამულად გამართა.
პროექტის პირველ ეტაპზე კომპანიის ექსპერტებმა შეარჩიეს სანერგისთვის რელევანტური აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები, შემდგომ კი ბაღში განათავსეს.
პროექტის ფარგლებში სანერგეში დამონტაჟდა შემდეგი სენსორული სისტემები:
-
მეტეოსადგური: Vantage Pro2 (Davis Instruments)
-
ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი)
-
ფოთლის სისველის სენსორი
აღნიშნული სენსორული სისტემების ინტეგრაციით ფერმერი შეძლებს მართოს პროცესები და დაგეგმოს აგრო ღონისძიებები სანერგეში, კერძოდ:
ფერმერი დეტალურად მიიღებს ინფორმაციას კლიმატურ მონაცემებზე (ჯამში 23 ტიპის მონაცემი) და ამინდის პროგნოზზე (3- 7 დღიანი), ასევე შეძლებს დაავადებების გავრცელების რისკების დეტალურ მონიტორინგს, ირიგაციის მენეჯმენტს, ზუსტად დაგეგმავს აგროტექნიკურ ღონისძებებს კვირის ჭრილში საათების მიხედვით და ა.შ
-
მდებარეობა: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქიწნისი
-
კულტურა: ხეხილი
-
მთლიანი ფართობი: 30 ჰექტარი