top of page

სენსორული სისტემების ინსტალაცია სახლის შიდა და გარე სივრცეში

კომპანია Casa mia in Georgia-ს  დაკვეთით SST-მ კიკეთში, სახლის ეზოსა და შიდა სივრცეში  მეტეოსადგური და ჰაერის დაბინძურების სენსორები დააპროექტა, დაამონტაჟა და პროგრამულად გამართა.

ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით სახლის მეპატრონე მიიღებს დეტალურ მონაცემებს/ინფორმაციას:

  • ლოკალურ, მაღალი სიზუსტის მეტეოროლოგიურ პირობებსა და ამინდის პროგნოზზე, კერძოდ: ნალექები, ქარის სიჩქარე, მზის რადიაცია, ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა და სხვა

  • UV-ის (ულტრაიისფერი გამოსხივება) ზედა ზღვარის გადალახვის შესახებ, რაც მას დაეხმარება დღის კონკრეტულ მონაკვეთში მოერიდოს მზის სხივებზე ყოფნას და გამორიცხოს გამოსხივების უარყოფითი გავლენა მის ჯანმრთელობაზე

  • Heat Index-ის (სითბური ინდექსი) მაღალი მაჩვენებლის შესახებ, რაც თავის მხრივ წარმოადგენს რეკომენდაციას, რომ მოხუცები, ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ოჯახის წევრები მოერიდონ ეზოში ყოფნას და რაიმე სახის ფიზიკურ აქტოვობას მათი ჯანმრთელობის რისკების დაზღვევის მიზნით

  • ეზოს პერიმეტრზე და სახლში თვალით უხილავი, ჯანმრთელობისთვის მავნე ნაწილაკების და ზოგადად ჰაერის დაბინძურების შესახებ, რისი მეშვეობითაც ოჯახს შეეძლება მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება სად უფრო ხელსაყრელი პირობებია მათი აქტივობებისთვის: სახლში თუ ეზოში, საჭიროებს სახლი განიავებას თუ პირიქით, სჯობს ფანჯრების დახურვა ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების სახლში შეღწევის თავიდან არიდების მიზნით

  • ასევე მიიღებენ საგანგაშო შეტყობინებებს ქარის, წვიმის, ტემპერატურის და სხვა მეტეოროლოგიური მონაცემების ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებიდან გადახრის შესახებ.

bottom of page