top of page

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ამინდის სადგური?

IMG_1280_1920x1080_edited_edited.jpg

თანამედროვე ამინდის სადგური უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მოწყობილობა უნდა იყოს კომპაქტური თანამედროვე და მოქნილი დიზაინით, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში დაყენება;

  • ჭკვიანი მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იყოს მონაცემთა მყისიერი გადაცემის ტექნოლოგიებით GSM, GPRS, 3g, LTE, WiFi, NbiOT ან LoRa WAN საშუალებით;

  • მეტეოროლოგიურ სადგურს უნდა ჰქონდეს შიდა მეხსიერება, რათა შეინახოს მონაცემები მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, იმ შემთხვევბის პრევენციისთვის თუ შეგექმნათ პრობლემები ინტერნეტში მონაცემთა გადაცემისას;

  • მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისეთი მოწყობილობები, რომელთა კონფიგურაციაც ადვილადაა შესაძლებელია მომხმარებლის მიერ ახალი სენსორების დამატებით, ძველი სენსორების ჩანაცვლებით  კონკრეტული ახალი სენსორებით;

  • მეტეოროლოგიური სადგური უნდა ფუნქციონირებდეს დამოუკიდებლად, გარე ენერგიის წყაროების გარეშე, დამმუხტავ ელემენტებსა და მზის პანელებზე დაყრდნობით, რამაც უნდა უზრუნველყოს მონაცემთა უწყვეტი გადაცემა 3-5 წლის განმავლობაში ტექნიკური ჩარევისა და ბატარეის გამოცვლის გარეშე;

  • მეტეოროლოგიური სადგურები უნდა იყოს დაკავშირებული, ონლაინ პლატფორმასთან  მონაცემთა გადაცემისა და შესანახვის მიზნით, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომია (მონაცემებზე წვდომის ფარული ხარჯების გარეშე) მომხმარებლებისთვის მოწყობილობების გამოყენების დროს და მის შემდეგ;

  •  პლატფორმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს WEB და მობილური აპლიკაციის ვერსიებში;

  • პლატფორმამ უნდა შეეძლოს ამინდის სადგურიდან მიღებული მონაცემების დამუშავების მათი გარდაქმნა სასარგებლო გადაწყვეტილებებად, როგორიცაა: მცენარეთა დაცვის რეკომენდაციები, ირიგაციის ოპტიმიზაცია, ნალექების რაოდენობა, ყველა მიღებული მონაცემების სტატისტიკა, მონაცემთა ჩამოტვირთვა Excel-ში, PDF-ში, PNG და სხვ;

  • პლატფორმას უნდა შეეძლოს  ამინდის სადგურიდან მიღებული მონაცემების ინტეგრირება სხვა პლატფორმებზე, როგორიცაა სარწყავი სისტემის მართვის პლატფორმები სარწყავი ავტომატიზაციის შესაძლებლობით;

  • დაავადებებისა და მავნებლების პროგნოზირების SOFTWARE მოდელების ხელმისაწვდომობა მონაცემთა შენახვის პლატფორმაზე;

  • მეტეოსადგური უნდა გაწოდებდეთ ამინდის პროგნოზირების სერვისებზე დაფუძნებულ სასარგებლო ინსტრუმენტებს სხვადასხვა სახის ფერმის სამუშაოების სწორად დაგეგმვისთვის;

  • მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, სადაც იყენებთ ამინდის სადგურს, იყოს მწარმოებლის წარმომადგენელი, რომელიც შემოგთავაზებთ ყველა საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერას და კვალიფიციურ რჩევას მოწყობილობებისა და მონაცემთა შენახვის პლატფორმის გამოყენებისას;

  • რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ ცნობილ ბრენდებზე, რომლებსაც უკვე აქვთ დიდი გამოცდილება ამ სექტორში და არიან მსოფლიოში ცნობილი.
     

სოფლის მეურნეობის დიჯიტალიზაცია უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მეტეოსადგურს ფერმაში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯია სასოფლო-სამეურნეო კულტურების კულტივირების ტექნოლოგიის დიჯიტალიზაციისკენ.

bottom of page