top of page

როგორ შეარჩიოთ მეტეოსადგური თქვენი მეურნეობისთვის

მეტოს 2_edited.jpg

პროგრესი და პირადი ამინდის სადგურები

ახალი ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა ბოლო წლებში, რომ ბევრმა ჭკვიანმა მოწყობილობამ მიაღწია ფერმერთა ბაღებამდე. ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობა ლოკალური დანიშნულების აგრომეტეოროლოგიური სადგურია, რომლის მთავარი უპირატესობა ლოკალურად, კონკრეტული ბაღის მაშტაბით მეტეოროლოგიური და კლიმატური მონაცემების მონიტორინგის შესაძლებლობაა.

 მსგავსი ლოკალური დონის საზომი ხელსაწყოების არსებობის აუცილებლობა გაჩნდა ბოლო ათწლეულების მანძილზე კლიმატის ცვლილებებთან ერთად, მაგრამ ასევე იმ სარგებლის გამო, რაც ამ მოწყობილობებს მოაქვს ფერმერებისთვის,კერძოდ: კლიმატური პირობების მონიტორინგის დახმარებით ფერმერებს საშუალება აქვთ მოახდინონ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის ტექნოლოგიების  მოდელირება, რათა უზრუნველყონ მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა, მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია და შესაბამისად ინვესტიციების უკუგების ზრდა.

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ბაზარზე გაჩნდა ლოკალური ამინდის პირობების საზომი მოწყობილობები, ან უფრო პოპულარულად რომ ვთქვათ, „კერძო ამინდის სადგურები“, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა ყველა ფერმერისთვის. ამ დროისთვის, ინდუსტრია გთავაზობთ ამინდის სადგურების უამრავ სხვადასხვა მოდელს, მაგრამ ისინი დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან.


ამინდის სადგურების მუშაობის პრინციპი

ყველა ამინდის საზომ მოწყობილობას აქვს ერთი და იგივე ძირითადი ფუნქცია, კერძოდ, ამინდის/კლიმატური პირობების გაზომვა და მონიტორინგი კონკრეტულად იმ ლოკაციის ფარგლებში, სადაც ისინია დამონტაჟებული. მონიტორინგი კი ხდება მაღალი ხარისხის სენსორების დახმარებით. 


მეტეო სადგურის მიერ გაზომილი ძირითადი პარამეტრებია:

  • ატმოსფერული ნალექები

  • ჰაერის ტემპერატურა

  • ჰაერის ტენიანობა

  • ქარის სიჩქარე და მიმართულება

  • მზის რადიაცია

  • ატმოსფერული წნევა

  • ნამის წერტილი (Dew Point)

  • ფოთოლზე ტენიანობა და ა.შ.
     

ეს მხოლოდ ის ძირითადი პარამეტრებია, რომლებიც ყველასთვის ცნობილია და ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერისთვის. გარდა ზემოთ ნახსენები პარამეტრებისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის პარამეტრებსაც, კერძოდ:

  • ნიადაგის ტემპერატურა

  • ნიადაგის ტენიანობა

  • ნიადაგში წყლის დაძაბულობა (Tension)

  • ნიადაგის მარილიანობა

  • ელექტროგამტარობა

  • და ა.შ.

bottom of page