top of page

მოცვის ბაღში სენსორული სისტემების პროექტირება და მონტაჟი

SST-მ კომპანია “აგრო +”-ის დაკვეთით 25 ჰექტარ მოცვის ბაღში აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები დაამონტაჟა.

აღნიშნული  სისტემების ინტეგრაციით ბაღის მეპატრონეს/აგრონომს უკვე შეუძლია მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს ზუსტი გადაწყვეტები, დააზღვიოს რისკები, უზრუნველყოს რესურსების ოპტიმალური გამოყენება, დაგეგმოს აგროტექნიკური ღონისძიებები და ნაკლები დანახარჯით მიიღოს მაღალი ხარისხის მოსავალი.

პროექტის ფარგლებში, ბაღში დამონტაჟდა შემდეგი სენსორული სისტემები:

  • μMETOS 300-USW - აგრო-მეტეოსადგური

  • nMETOS 80SM - მიკრო მეტეოსადგური სათბურისთვის

  • SENTEK D&D TRISCAN - ნიადაგის ტენიანობის (VWC), მარილიანობის და ტემპერატურის სენსორი

  • PESSL PI54-D - ნიადაგის ტენიანობის (VWC) და ტემპერატურის სენსორი

  • WATERMARK SENSOR – ნიადაგის ტენიანობის (Water Tension) სენსორი/ტენსიომეტრი

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გუბისწყალი

კულტურა: მოცვი

მთლიანი ფართობი: 25 ჰექტარი

 

bottom of page