top of page

ხეხილოვანი კულტურის სანერგეში სენსორული სისტემების ინსტალაცია

კომპანია SST-მ შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ქიწნისში 30 ჰა-ზე ევროსტანდარტებით მოწყობილ ხეხილოვანი კულტურების სანერგეში აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები დააპროექტა, დაამონტაჟა და პროგრამულად გამართა.

პროექტის პირველ ეტაპზე კომპანიის ექსპერტებმა შეარჩიეს სანერგისთვის რელევანტური აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები, შემდგომ კი ბაღში განათავსეს.

პროექტის ფარგლებში სანერგეში დამონტაჟდა შემდეგი სენსორული სისტემები:

  • მეტეოსადგური: Vantage Pro2 (Davis Instruments)

  • ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი)

  • ფოთლის სისველის სენსორი

 

აღნიშნული სენსორული სისტემების ინტეგრაციით ფერმერი შეძლებს მართოს პროცესები და დაგეგმოს აგრო ღონისძიებები სანერგეში, კერძოდ:

ფერმერი დეტალურად მიიღებს ინფორმაციას კლიმატურ მონაცემებზე (ჯამში 23 ტიპის მონაცემი) და ამინდის პროგნოზზე (3- 7 დღიანი), ასევე შეძლებს დაავადებების გავრცელების რისკების დეტალურ მონიტორინგს, ირიგაციის მენეჯმენტს, ზუსტად დაგეგმავს აგროტექნიკურ ღონისძებებს კვირის ჭრილში საათების მიხედვით და ა.შ

  • მდებარეობა: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქიწნისი

  • კულტურა: ხეხილი

  • მთლიანი ფართობი: 30 ჰექტარი

bottom of page