top of page

Create Your First Project

Start adding your projects to your portfolio. Click on "Manage Projects" to get started

ვაშლის და ატმის ბაღში სენსორული სისტემების პროექტირება და ინსტალაცია

Project Type

Photography

Date

2023

Location

გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი გარნეთი

SST-მ სოფელ გარნეთში, ვაშლისა და ატმის ბაღში, 23 ჰექტარზე ამინდის სადგურისა და სენსორების პროექტირება, მონტაჟი და პროგრამული გამართვა განახორციელა.

სამიზნე ტერიტორიაზე ვაშლის ბაღი სრულად არის დაფარული სეტყვის საწინააღმდეგო ბადით, შესაბამისად მის ქვეშ განსხვავებული კლიმატური პირობები იყო მოცემული, რაც დაავედებების გავრცელების განსხვავებულ გარემოს ნიშნავს. ამიტომაც ვაშლის ბაღსა და ატმის ბაღში ორი დამოუკიდებელი დაავადებების მონიტორინგის მოდულის ინსტალაცია განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, ატმის ბაღში დამონტაჟებული სენსორული სისტემები:
▸მეტეოსადგური μMETOS® ET0-DISEASE-LORA*
▸ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი)
▸ფოთლის სისველის სენსორი

ვაშლის ინტენსიურ ბაღში დამონტაჟებული სენსორული სისტემები:
▸LORAIN DISEASE "LORA"*
▸ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი)
▸ფოთლის სისველის სენსორი

აღნიშნული სენსორული სისტემების საშუალებით ფერმერი დეტალურ ინფორმაციას იღებს ნიადაგურ - კლიმატურ მონაცემებზე, ამინდის პროგნოზზე, უზრუნველყოფს ირიგაციის მენეჯმენტს, ასევე ახორციელებს დაავადებების დეტალურ მონიტორინგს: ატმის შემთხვევაში 7 ძირითადი დაავადება და ვაშლის შემთხვევაში 8 ძირითადი დაავადება.
გამომდინარე იქედან, რომ ბაღში არ არის უწყვეტი მობილური კავშირი, მისი საუკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო სპეცსამსახურები ახშობენ მობილური ოპერატორების სიგნალს, შეირჩა LoRa ტექნოლოგია.

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2023 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page