top of page

ვაზის სანერგეში მეტეოსადგურის და სენსორული სისტემების ინსტალაცია

კომპანია SST-მ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის საცდელ ბაზებზე, 12.6 ჰექტარზე მეტეოსადგურის და სენსორული სისტემების პროექტირება, ინსტალაცია და პროგრამული გამართვა უზრუნველყო.

აღნიშნული პროექტი  უნიკალურია საქართველოსთვის,ვინაიდან იგი კომერციული მიზნების გარდა ატარებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ხასიათს. 

ჭკვიანი ტექნოლოგიებით მეურნეობის მართვის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა  დაინერგა პირველ სერტიფიცირებულ ქართული ვაზის სანერგეში, სადაც ვაზის ნერგის საწარმოებლად საჭირო საძირეები და საკვირტე მასალა სრულად ადგილზე იწარმოება. 

პროექტი ასევე ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს: აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ჭკვიან ტექნოლოგიებს, დაეუფლონ მასთან მუშაობის სპეციფიკაციებს და გაიღრმავონ ცოდნა. 

ნაკვეთზე დამონტაჟდა შემდეგი სენსორული სისტემები:

  • მეტეოსადგური

  • ტენსიომეტრი

  • ფოთლის სისველის სენსორი

  • iSCOUT

  • ნიადაგის ტენიანობის სენსორი

  • ნიადაგის ტემპერატურის სენსორი

  • ყინვის სენსორი

  • Sentek D&D triscan ნიადაგის პროფილზე დასაკვირვებელი სენსორი

  • მდებარეობა: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხრანი

  • კულტურა: ვაზი

  • სრული ფართობი: 12.6 ჰექტარი

bottom of page