top of page

ვაზის სანერგეში მეტეოსადგურის და სენსორული სისტემების ინსტალაცია

SST-მ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის საცდელ ბაზებზე, 12.6 ჰექტარზე მეტეოსადგურის და სენსორული სისტემების პროექტირება, ინსტალაცია და პროგრამული გამართვა უზრუნველყო.

პროექტი უნიკალურია საქართველოსთვის - მას გააჩნია არა მხოლოდ კომერციული, არამედ სამეცნიერო და საგანმანათლებლო დატვირთვაც.

ჭკვიანი ტექნოლოგიებით პირველ სერტიფიცირებულ ქართული ვაზის სანერგეში მეურნეობის მართვის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა  დაინერგა. სანერგე უზრუნველყოფს ვაზის ნერგის საწარმოებლად საჭირო საძირეების და საკვირტე მასალის ადგილზევე წარმოებას.

 

პროექტი ასევე ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს: აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნონ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ჭკვიან ტექნოლოგიებს, დაეუფლონ მასთან მუშაობის სპეციფიკაციებს და გაიღრმავონ ცოდნა. ​

 

დამონტაჟებული სენსორული სისტემები:

  • მეტეოსადგური;

  • ტენსიომეტრი;

  • ფოთლის სისველის სენსორი;

  • iSCOUT;

  • ნიადაგის ტენიანობის სენსორი;

  • ნიადაგის ტემპერატურის სენსორი;

  • ყინვის სენსორი;

  • Sentek D&D triscan ნიადაგის პროფილზე დასაკვირვებელი სენსორი.

 

მდებარეობა: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხრანი
კულტურა: ვაზი

სრული ფართობი: 12.6 ჰექტარი

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page