
ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტი
SST-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტის თანამედროვე სტანდარტების დანერგვას - მათ შორის, ადრეული გაფრთხილების სისტემების, განგაშის მექანიზმებისა და ევაკუაციის ეფექტური გეგმების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უფრო უსაფრთხო გარემოს.
დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მექანიზმები, რომლებიც საჭიროა კრიზისულ პირობებში დროული რეაგირებისა და მოსახლეობის დაცვისთვის, კერძოდ არ არსებობს სათანადოდ გამართული:
-
ადრეული გაფრთხილების და განგაშის სისტემები;
-
ხანძრების ადრეული აღმოჩენისა და გაფრთხილების მექანიზმები;
-
წყალდიდობებისა და ღვარცოფების ადრეული გაფრთხილების სისტემები;
-
მოსახლეობის ევაკუაციის კარგად ჩამოყალიბებული გეგმები ექსტრემალურ პირობებში;
-
კატასტროფების მენეჯმენტი
-
და ა.შ.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან და კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, მსგავსი საფრთხეების პრევენცია და მართვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მსგავსი სისტემები უკვე წარმატებით ფუნქციონირებს მრავალი ქვეყნის პრაქტიკაში. SST აქტიურად მუშაობს მათი გამოცდილების შესწავლაზე, ადგილობრივ რეალობაზე მორგებასა და იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს საქართველოში რისკების შემცირებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
