top of page
306353134_599463095209115_2455824076382115636_n.jpg

ჩვენ შესახებ

SST წარმოადგენს საკონსულტაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმწოდებელ კომპანიას -  სოფლის მეურნეობის, ურბანულ და ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტის მიმართულებით. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს დარგის მდგრად განვითარებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.

კომპანიის მისიაა საქართველოში თანამედროვე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების იმპორტი - ფერმების მართვის მსოფლიო დონის მიდგომების დანერგვა, კატასტროფების რისკების შემცირება და მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

SST წამყვანი საერთაშორისო მწარმოებლებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მომწოდებელი კომპანიების - Pessl Instruments GmbH, Davis Instruments Corporation, Grupo Spag , Earth Network , AemEco, Lambrecht, FTSinc, VIEUXinc, OneRain და Hsierra-ს ოფიციალური წარმომადგენელია.​ კომპანია გთავაზობთ სენსორებს, მეტეოსადგურებს, სეტყვისა და ყინვის საწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა გარემოსდაცვით ტექნოლოგიებს.

 

კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით რომლებსაც აქვთ დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ერთის მხრივ ეს გახლავთ „CVIG“, რომელმაც 2015 წლიდან საქართველოს ბაზარზე უზრუნველყო 100-ზე მეტი სენსორული სისტემის ინსტალაცია და პროგრამული გამართვა. მეორეს მხრივ კი აგრონომებისა და აგროინჟინრების  პროფესიონალი გუნდი, რომლებსაც მრავალი წლის გამოცდილება აქვთ აგრარულ სფეროში -  მათ მიერ გაშენებულია და მართულია ასეულობით ჰექტარი ბაღი.

306353134_599463095209115_2455824076382115636_n.jpg

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2023 Sensors and Smart Technologies.

bottom of page