top of page
tokyo-skyscrapers-aerial.jpg

ურბანული

SST მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე სენსორულ სისტემებსა და ჭკვიან ტექნოლოგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს შიდა და გარე სივრცეების (სახლები, სკოლები, სასტუმროები და სხვა ობიექტები) გარემო პირობების უწყვეტ მონიტორინგს.

 

ჩვენი მიზანია ადამიანებმა დროულად მიიღონ სანდო ინფორმაცია ჰაერის ხარისხზე, ტემპერატურაზე, ტენიანობაზე, ულტრაიისფერ რადიაციასა და სხვა მნიშვნელოვან გარემო მახასიათებლებზე - რაც პირდაპირ აისახება მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

 

დღესდღეობით საქართველოში მსგავსი ტექნოლოგიები პრაქტიკულად არ არის დანერგილი, რის გამოც მოქალაქეები ხშირად ვერ ფლობენ ინფორმაციას იმ გარემოზე, სადაც ცხოვრობენ, მუშაობენ ან ისვენებენ. ინფორმაციის ნაკლებობა კი იწვევს არასწორ ქმედებებს, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას, კერძოდ:

 

  • მაღალი რადიაციის დროს მზეზე დიდი დროის გატარება;

  • გარემოში ჰაერის მაღალი დაბინძურების დროს შიდა სივრცის განიავება, აღნიშნულით კი მავნე ნაწილაკების შემოსვლის ხელშეწყობა და პირიქით შიდა სივრცის დაბინძურების დროს ფანჯრების დახურვა;

  • მოსალოდნელ საფრთხეებზე (ძლიერი წვიმა/შტორმი, ქარი და ა.შ.) წინასწარი მონაცემების არ ქონა და გარე სივრცეში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;

  • ბაღებსა და სკოლებში ბავშვების აქტივობების დაგეგმვა ეზოში ჰაერის მაღალი დაბინძურების დონის და რადიაციის დროს;

  • და ა.შ

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი მიზანია ქვეყანაში დავნერგოთ ისეთი პროდუქტები, რითაც ლოკალურად, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს საზოგადოების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობა

tokyo-skyscrapers-aerial.jpg

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2023 Sensors and Smart Technologies.

bottom of page