ადრეული გაფრთხილების სი სტემის ინსტალაცია
SST-ის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო დონის პროექტია ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და კახეთში დამონტაჟდა Earth Networks-ის ელჭექის სენსორები.
სენსორების მეშვეობით:
-
სახელმწიფო სტრუქტურებს ეძლევათ შესაძლებლობა, წინასწარ მიიღონ შეტყობინებები სტიქიური მოვლენებისა და ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ (ელჭექი, შტორმი, სეტყვა და სხვ.), რაც უწყობს ხელს მოქალაქეთა უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.
-
ფერმერები და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მფლობელები იღებენ ადრეულ გაფრთხილებას სეტყვის მოსალოდნელი დაწყების შესახებ, რაც საშუალებას აძლევთ დროულად აამოქმედონ თავიანთი სისტემები და მინიმუმამდე შეამცირონ ზარალი მოსავლის დაზიანებისგან.
პლატფორმა 45-60 წუთით ადრე მომხმარებლებს აწვდის გაფრთხილებებს მოსალოდნელი ამინდის მკვეთრი გაუარესების (ელჭექი, შტორმი, სეტყვა და სხვ.) შესახებ.