top of page

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, აგრო-მეტეოსადგურის
და სენსორების მონტაჟი

SST-მ კომპანია „თბილღვინოს“ კახეთში მდებარე 6 ნაკვეთი, ჯამში 471 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, სრულად აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით - აგრო-მეტეოსადგურებით, სენსორებით და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით.

 

აგრო-მეტეოსადგურებისა და სენსორების ინტეგრაცია შესაძლებელს ხდის რეალურ მონაცემებზე დაფუძნებით დაიგეგმოს აგროტექნიკური ღონისძიებები, შემცირდეს რისკები, მოხდეს რესურსების ოპტიმალური გამოყენება და ნაკლები დანახარჯით მიიღონ მაღალი ხარისხის და დიდი ოდენობით  მოსავალი. 

​

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით კი ნაკვეთი სეტყვის დამანგრეველი ზიანისგან იქნება დაცული. მოწყობილობა ხმოვან-შოკურ ტალღებს გაისვრის შტორმის ღრუბლის მიმართულებით, რომელიც 15 კილომეტრ სიმაღლეს აღწევს, რითაც ხელს უშლის ყინულის კრისტალების წარმოქმნას, შეკვრას და სეტყვად ფორმირებას. პროექტის ფარგლებში 45 ჰექტრის ფართობის ვენახი იქნება დაცული სეტყვისგან.  

​

ნაკვეთზე დამონტაჟდა ავსტრიული კომპანია Metos by Pessl Instruments-ის მიერ წარმოებული სენსორული სისტემები, კერძოდ: 

 

  • აგრო-მეტეოსადგურები

  • ირიგაციის მონიტორინგის სისტემები

  • მავნებელ-დაავადების მონიტორინგის სისტემები

 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა წარმოებულია ესპანური კომპანიის, Grupo SPAG-ის მიერ. ერთი სისტემა ეფექტურად იცავს 80 ჰექტრამდე ფართობს

​

მდებარეობა:კახეთი

კულტურა: ვაზი

მთლიანი ფართობი: 471 ჰექტარი

                   info@sst.ge​

               +995 599 81 99 81

Sensors and Smart Technologies

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page