სენსორული სისტემები ხორბლის კულტურისთვის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ერთწლოვანი კულტურების მიმართულებით.
SST-მ კახეთში ხორბლის კულტურისთვის, რომელიც 200 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, დააინსტალირა და პროგრამულად გამართა აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები.
აღნიშნული სისტემები ფერმერს საშუალებას აძლევს მუდმივად აკონტროლოს ნიადაგურ-კლიმატური პარამეტრები და მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები - რაც წარმატებული აგრობიზნესის აუცილებელი პირობაა.
აგრო-მეტეოსადგური ფერმერს ონლაინ რეჟიმში აწვდის:
-
23 ტიპის კლიმატურ მონაცემს: ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა, მზის რადიაცია და ენერგია, ევაპოტრანსპირაცია, წვიმის მაჩვენებელი, VPD, Chilling hours, Growing degree days (GDD), Due point, Delta T და ა.შ.
-
3-7-14 დღიან ამინდის პროგნოზს: ჰაერის ტემპერატურა, ნალექების ოდენობა (მმ) და მისი ალბათობა (%), თოვლის ოდენობა (მმ), ქარის სიჩქარე და მიმართულება, ჰაერის ტენიანობა, დღიური ევაპოტრანსპირაცია (ETo), მზის რადიაცია, ბარომეტრული წნევა, ცის ღრუბლით დაფარვის ოდენობა (%), მზის შუქის ხანგრძლივობა (წთ-ებში).
ირიგაციის მონიტორინგის სისტემებით ფერმერი შეძლებს განსაზღვროს/დაგეგმოს:
-
ნიადაგში არსებული, მცენარისთვის ხელმისაწვდომი ტენი;
-
ნიადაგის მოცულობითი ტენი, მარილიანობა (EC) და ტემპერატურა;
-
ირიგაციის დრო, ვადები და ხორბლის კულტურას ზუსტად იმ რაოდენობის წყალი მიაწოდონ, რაც მას სჭირდება ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის.
დაავადების მონიტორინგის სადგურით ფერმერს შეუძლია ხორბლის 14 დაავადების გავრცელების რისკების მუდმივი მონიტორინგი, რაც საშუალებას აძლევს:
-
დროულად დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები;
-
შეამციროს პრეპარატების გამოყენება;
-
წინასწარ დაგეგმოს აგრო სამუშაოები.
FARMVIEW – ჭკვიანი პროგრამული გადაწყვეტა, რომელიც აგროვებს და ამუშავებს ინფორმაციას მოწყობილობებიდან, ფერმერს სთავაზობს ზუსტ მონაცემებს ირიგაციის ეფექტური მართვისთვის.
FARMVIEW მოიცავს 3 მთავარ მოდულს:
-
SATELLITE – სატელიტური დაკვირვების სისტემა
-
IRRIMET – ირიგაციის მართვის ინსტრუმენტი
-
SOIL MOISTURE MODULE – ნიადაგის ტენიანობის მონიტორინგი
აღნიშნული სენსორული სისტემების გამოყენებით, ფერმერი მნიშვნელოვნად შეამცირებს ხორბლის კულტურისთვის რესურსების ხარჯვას, შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს და მიიღებს მაღალი ხარისხის მოსავალს.
მდებარეობა:
კულტურა: ხორბალი
სრული ფართობი: 200 ჰექტარზე მეტი