top of page

აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები ბოლნისის მიკროზონის ფერმერებისთვის

პირველად ჩვენი სენსორული სისტემები, არა ერთ მევენახეს, არამედ ბოლნისის მიკროზონის რამდენიმე ფერმერს მოემსახურება ერთდროულად და კლიმატურ მონაცემებზე სრულ ინფორმაციას მიაწვდის. 

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ რაჭისუბანში, ფერმერების კუთვნილ სავენახე მეურნეობებში აგრო-მეტეო სადგურის და სენსორული სისტემების მონტაჟი/პროგრამულად უზრუნველყოფა განხორციელდა.

 

პროექტის ფარგლებში სამიზნე ლოკაციაზე დამონტაჟდა შემდეგი სენსორული სისტემები:

▪️  აგრო - მეტეოსადგური (iMETOS 3.3 IMT 300-USW); 

▪️  ფოთლის ტემპერატურის სენსორი;

▪️  pH სენსორი;

▪️  ჰაერის ბარომეტრული წნევის საზომი.

 

აგრო - მეტეოსადგური და სენსორული სისტემები აგრობიზნესისთვის ერთ - ერთი თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომლის სენსორული სისტემის ინტეგრაციით ფერმერები შეძლებენ მართონ პროცესები და დაგეგმონ აგროღონისძიებები საკუთარ მეურნეობაში კლიმატის ცვლილებების მიუხედავად.

აგრომეტეოსადგური იძლევა 3-7-14 დღიან ამინდის პროგნოზს და შემდეგ კლიმატურ მონაცემებს:

▪️ ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა;

▪️ მზის რადიაცია და ენერგია;

▪️ ქარის შესახებ მონაცემები;

▪️ გაბატონებული ქარის მიმართულება და სიჩქარე;

▪️ ევაპოტრანსპირაცია (ETo);

▪️ ნალექის მაჩვენებელი;

▪️ ჰაერის ბარომეტრული წნევა;

▪️ VPD - ორთქლის ის რაოდენობა, რომელიც ჰაერის სრულად გაჯერებისთვისაა საჭირო.

 

️აგრო-მეტეოსადგურიდან მიღებული მონაცემებით ფერმერებს შეუძლიათ განსაზღვრონ მოსალოდნელი ნალექის რაოდენობა, მოსალოდნელი თოვლის სიღრმე, ქარის მიმართულება, ქარის მოვარდნის სიჩქარე, ჰაერის ტენიანობა, მზის რადიაციის დონე, ბარომეტრული წნევა, ღრუბლოანობა, ღრუბლის სიმაღლე, ნაკვეთზე მზის სხივის ხანგრძლივობის პროგნოზი, ამასთან აწარმოონ ვაზის 12 დაავადების გავრცელების რისკების დეტალური მონიტორინგი და დაავადებების განვითარებისთვის ოპტიმალურ პირობებზე დაკვირვებით მოახდინონ დროული/შესაბამისი წამლობების და სხვა საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა.

 

მდებარეობა: ბოლნისის მუნიციპალიტეტი

კულტურა: ვაზი

bottom of page