აგრო-მეტეოსადგურები მოცვის ბაღებში
იმერეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, 80 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღში კომპანია SST-მ დააინსტალირა თანამედროვე აგრო-მეტეოსადგური და ირიგაციის მონიტორინგის სენსორები.
პროექტი განხორციელდა ორ ეტაპად:
I ეტაპზე SST-ს აგროექსპერტებმა, მოცვის კულტურის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეარჩიეს შესაბამისი მეტეოსადგური და სენსორები - როგორც ტიპობრივად, ისე რაოდენობრივად.
II ეტაპზე განხორციელდა სისტემების ადგილზე მონტაჟი და პროგრამულად გამართვა
დამონტაჟებული სისტემები ფერმერს რეალურ დროში აძლევს შესაძლებლობას აკონტროლოს ნიადაგურ-კლიმატური პარამეტრები, რის საფუძველზეც მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული, სწორად დაგეგმილი გადაწყვეტილებები.
ირიგაციის მონიტორინგის სენსორებით ფერმერი შეძლებს განსაზღვროს/უზრუნველყოს:
-
ნიადაგში მცენარისთვის ხელმისაწვდომი ტენი;
-
ნიადაგში წყლის შემცველობის დონე, უზრუნველყოთ მარილიანობის (EC) და ტემპერატურის კონტროლი;
-
მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის საჭირო წყლის ოდენობა
-
მცენარის რწყვის ჯერადობა და ვადები;
-
სასუქების და პესტიციდების ოპტიმალური გამოყენება;
აგრო-მეტეოსადგურით კი მუდმივ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას:
-
3-7-14 დღიანი ამინდის პროგნოზზე
-
23 ტიპის კლიმატური მონაცემზე
-
მოცვის დაავადებების გავრცელებაზე
-
და ა.შ
აღნიშნული სისტემების ინტეგრაცია ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს რისკები და მოსავლის დანაკარგი, ოპტიმალურად გამოიყენოს წყალი, ენერგია და სხვა რესურსები, და მიიღოს მაღალი ხარისხის მოსავალი ნაკლები დანახარჯით.
მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. გოჩაჯიხაიში
კულტურა: მოცვი
სრული ფართობი: 80 ჰექტარი