ახალი მასშტაბური პროექტი: მოცვის ბაღი სოფელ ინგირში
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი მორიგი დიდი პროექტი დაიწყო! სამეგრელოში, კერძოდ სოფელ ინგირში, 80 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღის გაშენება იგეგმება. პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოების პარალელურად ნაკვეთზე დამონტაჟდა თანამედროვე აგრო-მეტეოსადგური.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
პროექტის პირველ ეტაპზე კლიმატური პირობების ზუსტი ანალიზი გადამწყვეტია. აგრო-მეტეოსადგურის მონაცემების საფუძველზე:
-
შეირჩევა მოცვის ის ჯიშები, რომლებიც საუკეთესოდ ადაპტირდება ადგილობრივ გარემოსთან;
-
მინიმუმამდე დაიყვანება სამომავლო აგრონომიული რისკები;
-
უზრუნველყოფილი იქნება რესურსების ოპტიმალური მართვა.
რა პარამეტრებს ზომავს აგრო-მეტეოსადგური?
სადგური ონლაინ რეჟიმში აკონტროლებს ყველა კრიტიკულ კლიმატურ მაჩვენებელს, რაც აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად:
-
ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა;
-
ქარის სიჩქარე, ქარის მოვარდნი სიჩქარე;
-
ნალექის რაოდენობა მმ-ში, ფოთლის სისველე (ხანგრძლივობა წთ-ებში);
-
დღიური ევაპოტრანსპირაცია (ETo);
-
მზის რადიაცია;
-
მზის სინათლის ხანგრძლივობა (წთ);
-
,Dew Point, , VPD (Vapor Pressure Deficit) და Delta T.
სამომავლო ნაბიჯები
ბაღის გაშენების შემდეგ, მეტეოსადგური გადაინაცვლებს რელევანტურ ლოკაციაზე და მას დაემატება ნიადაგის ტენიანობის და სხვადასხვა ტიპის სენსორები ეს საშუალებას მოგვცემს მაქსიმალური სიზუსტით დაიგეგმოს:
-
მორწყვის რეჟიმი: წყლის რესურსის დაზოგვა და ეფექტურობა.
-
ფერტიგაცია: სასუქების ზუსტი დოზირება.
-
მცენარეთა დაცვა: პესტიციდების გამოყენების ოპტიმიზაცია საჭიროების მიხედვით.
-
და ა.შ.
ჩვენი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, შევქმნათ მაღალტექნოლოგიური და მაღალმოსავლიანი მეურნეობა.
მდებარეობა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი
კულტურა: მოცვი
მთლიანი ფართობი: 80 ჰექტარი








