top of page

აგრო-მეტეოსადგურის ინსტალაცია მოცვის ბაღში

SST-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ეწერში გაშენებულ მოცვის ბაღში აგრო-მეტეოსადგური დაამონტაჟა. 
აღნიშნული მეტეოსადგურით ბაღის მეპატრონე/აგრონომი ონლაინ რეჟიმში მიიღებს  23 ტიპის კლიმატურ მონაცემს და 3-7-14 დღიან ამინდის პროგნოზს.

კლიმატური მონაცემები: 

  • ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა

  • მზის რადიაცია და ენერგია

  • ქარის შესახებ მონაცემები: სიჩქარე,მიმართულება და ა.შ.

  • გაბატონებული ქარების მიმართულება და სიჩქარე

  • ევაპოტრანსპირაცია

  • წვიმის მაჩვენებელი (დროის მოცემულ მონაკვეთში)

  • VPD - ორთქლის ის რაოდენობა რომელიც ჰაერის სრულად გაჯერებისთვისაა საჭირო

  • Chilling hours

  • Growing degree days (GDD)

  • Due point - ტემპერატურის ზღვარი, რომლის ქვემოთაც ჰაერში არსებული ტენი გარდაიქმნება ნამად, ნისლად და წაყინვად

  • Delta T.

ამინდის პროგნოზი:
(3-7 -14 დღიანი)

  • დაბალი ტემპერატურა (ყინვა)- ყინვის დაწყების სავარაუდო დრო და სავარაუდო ხანგრძლივობა, მაღალი ტემპერატურა

  • ნალექების სავარაუდო ოდენობა - წვიმის ოდენობა მილიმეტრებში, გაწვიმების ალბათობა (%); თოვლის ალბათობა (%) და სიმაღლე (სმ)

  • ღრუბლიანობა (%) და ღრუბლის სიმაღლე

  • ქარის მიმართულება, სიჩქარე და ქარის მოვარდნის სიჩქარე

  • ჰაერის ტენიანობა (%) და დღიური ევაპოტრანსპირაცია

  • მზის რადიაციის დონე

  • რომელ დღეს და რომელ საათებშია უმჯობესი წამლობის ჩატარება ბაღში

ოპტიმალური პერიოდი მოსავლის აღებისთვის.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ზედა ეწერის ბაღი
​კულტურა: მოცვი

bottom of page