სენსორული სისტემები ხორბლის კულტურისთვის
სენსორებმა და ჭკვიანმა ტექნოლოგიებმა (SST) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, 80 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღში დაამონტაჟა და პროგრამულად გამართა ამერიკული კომპანია Davis Instruments-ის მიერ წარმოებული აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები.
პროექტის ფარგლებში ნაკვეთზე დაინსტალირდა შემდეგი მოწყობილობები:
-
აგრო-მეტეოსადგური (Cabled Vantage Pro2 GroWeather);
-
ფოთლის სისველის სენსორი;
-
ნიადაგის ტენიანობის სენსორი;
-
ნიადაგის ტემპერატურის სენსორი.
ინტეგრირებული სენსორებისა და ჭკვიანი სისტემების საშუალებით, ფერმერს რეალურ დროში მუდმივად ექნება წვდომა ნიადაგურ-კლიმატურ მონაცემებზე, ამინდის პროგნოზზე, ნუშის კულტურისთვის დამახასიათებელი დაავადებების გავრცელების რისკებზე და ა.შ
სენსორული სისტემებიდან და აგრო-მეტეოსადგურიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე, ფერმერს შეუძლია:
-
მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული, ზუსტი და დროული გადაწყვეტილებები;
-
წინასწარ დაგეგმოს აგროტექნიკური ღონისძიებები ბაღში;
-
მართოს მორწყვის რეჟიმი ნიადაგისა და კულტურის მდგომარეობის მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს წყლისა და ენერგიის დაზოგვას;
-
დროულად მიიღოს შეტყობინებები კონკრეტული დაავადებების გავრცელების ალბათობაზე, განახორციელოს საჭირო წამლობები და შეამციროს დაავადებათა გავრცელების რისკი, საბოლოოდ კი მინიმუმამდე დაიყვანოს პესტიციდების გამოყენება.
-
გაზარდოს მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი ნაკლები დანახარჯით.
მდებარეობა: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლემშვენიერა
კულტურა: ნუში
სრული ფართობი: 80 ჰექტარი