top of page

აგრო-მეტეოსადგურები მოცვის ბაღებში 

SST-მ, ისრაელის საელჩოს დმხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარმატებით განახორციელა აგრო-ტექნოლოგიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ფერმერებს გადაეცათ აგრო-მეტეოსადგურები. პროექტის მიზანია ფერმერთა აგრარული მენეჯმენტის გაუმჯობესება და მათთვის უახლესი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში, მოცვის ბაღებში დამონტაჟდა და პროგრამულად გაიმართა ოთხი ერთეული აგრო-მეტეოსადგური. გარდა ამისა, SST-ს სპეციალიზებულმა აგრონომმა ჩაატარა ტრენინგი ფერმერებისთვის, სადაც მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • აგრო-მეტეოსადგურების მუშაობის პრინციპები;

  • სადგურების შესაძლებლობები და მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში;

  • FieldClimate პლატფორმის გამოყენების პრაქტიკული გზები და მონაცემთა ანალიზის ტექნიკები.
     

მოწყობილობებით ფერმერებს რეალურ დროში მიუწვდებათ 23 ტიპის კლიმატურ მონაცემზე,კერძოდ: 

  • ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა;

  • მზის რადიაცია და ენერგია;

  • ქარის შესახებ მონაცემები;

  • გაბატონებული ქარის მიმართულება და სიჩქარე;

  • ევაპოტრანსპირაცია (ETo);

  • ნალექის მაჩვენებელი;

  • მზის რადიაცია და მზის სინათლის ხანგძლივობა;

  • VPD;

  • Dew Point;

  • Delta T.

აგრო-მეტეოსადგურები ფერმერებს არამხოლოდ კლიმატური მონაცემების მონიტორინგის, არამედ მოცვის კულტურისთვის დამახასიათებელი შვიდი ძირითადი დაავადების გავრცელების პროგნოზირების შესაძლებლობასაც აძლევს. ფერმერები წინასწარ იღებენ გაფრთხილებას შესაძლო რისკებზე და დროულად გეგმავენ მიზანმიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლის დაკარგვის რისკს.

მდებარეობა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფლები: რუხი, განმუხური, კახათი, რიყე
კულტურა: მოცვი

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page