top of page

ვაშლისა და ატმის ბაღში მეტეოსადგურის და სენსორების პროექტება,მონტაჟი

SST-მ სოფელ გარნეთში, ვაშლისა და ატმის ბაღში, 23 ჰექტარზე ამინდის სადგურისა და სენსორების პროექტირება,  მონტაჟი და პროგრამული გამართვა უზრუნველყო.

სამიზნე ტერიტორიაზე ვაშლის ბაღი სრულად არის დაფარული სეტყვის საწინააღმდეგო ბადით, შესაბამისად მის ქვეშ განსხვავებული კლიმატური პირობები იყო მოცემული, რაც დაავადებების გავრცელების განსხვავებულ გარემოს ნიშნავს. ამიტომაც ვაშლის ბაღსა და ატმის ბაღში ორი დამოუკიდებელი დაავადებების მონიტორინგის მოდულის  ინსტალაცია განხორციელდა. 

პროექტის ფარგლებში, ატმის ბაღში დამონტაჟებული სენსორული სისტემები:

  • მეტეოსადგური μMETOS® ET0-DISEASE-LORA*

  • ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი)

  • ფოთლის სისველის სენსორი

ვაშლის ინტენსიური ბაღში დამონტაჟებული სენსორული სისტემები:

  • LORAIN DISEASE "LORA"*

  • ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი)

  • ფოთლის სისველის სენსორი

 

აღნიშნული სენსორული სისტემების საშუალებით ფერმერი დეტალურ ინფორმაციას იღებს, ნიადაგურ - კლიმატურ მონაცემებზე, ამინდის პროგნოზზე, უზრუნველყოფს ირიგაციის მენეჯმენტს, ასევე ახორციელებს დაავადებების დეტალურ მონიტორინგს:  ატმის შემთხვევაში 7 ძირითადი დაავადება და ვაშლის შემთხვევაში 8 ძირითადი დაავადება. 

*გამომდინარე იქედან, რომ ბაღში არ არის უწყვეტი მობილური კავშირი, მისი საოკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო სპეცსამსახურები ახშობენ მობილური ოპერატორების სიგნალს, შეირჩა LoRa ტექნოლოგია

 

მდებარეობა: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი გარნეთი

კულტურა: ვაშლი და ატამი

სრული ფართობი: 23 ჰექტარი
      - ვაშლი: 13 ჰა
      - ატამი: 10 ჰა

bottom of page