ვენახის და მარწყვის ბაღში სენსორული სისტემების პროექტირება, ინსტალაცია და სპეციალიზირებული აგრონომიული კონსულტაცია
SST-მ ხევსურთსოფელში გაშენებული მარწყვის და ვენახის ბაღში, გარემო ფაქტორების მონიტორინგის, დაავადებების და მავნებლების მართვის, არსებული რისკების დაზღვევის, საოპერაციო ხარჯების შემცირების მიზნით სენსორული სისტემების პროექტირება მონტაჟი და პროგრამული გამართვა უზრუნველყო.
პროექტის პირველ ეტაპზე SST-ის ექსპერტებმა განსაზღვრეს ბაღისთვის შესაბამისი სენსორული სისტემების ტიპი და რაოდენობა. შემდგომ ეტაპზე კი მოხდა სისტემების ინსტალაცია ბაღში და პროგრამულად გამართვა.
დამონტაჟებული სენსორული სისტემები:
-
მეტეოსადგური;
-
ტენსიომეტრი;
-
WVC;
-
ნიადაგის ტემპერატურის სენსორი;
-
ფოთლის სისველის სენსორი;
-
ნიადაგის მარილიანობის სენსორი.
პროექტის ამჟამინდელ ეტაპზე, SST-ის სერტიფიცირებული აგრონომი უზრუნველყოფს სენსორებიდან მიღებული მონაცემების გაანალიზებას და რეგულარულად აწვდის მეურნეობას ზუსტ, მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.
მდებარეობა: მცხეთა მთიანეთი, ხევსურთსოფელი
კულტურა: ვენახი და მარწყვი
სრული ფართობი: 3.3 ჰექტარი
-
მარწყვი: 2.3 ჰა
-
ვენახი - 1 ჰა