top of page

მოცვის ბაღში სენსორული სისტემების პროექტირება და მონტაჟი

​SST-მ კომპანია „აგრო +“-ის დაკვეთით 25 ჰექტარ მოცვის ბაღში დააპროექტა და დაამონტაჟა აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები.

 

სისტემების ინტეგრაციის შედეგად, ბაღის მეპატრონესა და აგრონომს შესაძლებლობა ეძლევა მონაცემებზე დაყრდნობით მიიღონ ზუსტი გადაწყვეტილებები, შეამცირონ რისკები, ეფექტურად მართონ წყლისა და სხვა რესურსების ხარჯვა, დაგეგმონ აგროტექნიკური ღონისძიებები და მიიღონ მაღალ ხარისხიან მოსავალს მინიმალური დანახარჯით.

 

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა შემდეგი სენსორული სისტემები:

  • μMETOS 300-USW - აგრო-მეტეოსადგური;

  • nMETOS 80SM - მიკრო მეტეოსადგური სათბურისთვის;

  • SENTEK D&D TRISCAN - ნიადაგის ტენიანობის (VWC), მარილიანობის და ტემპერატურის სენსორი;

  • PESSL PI54-D - ნიადაგის ტენიანობის (VWC) და ტემპერატურის სენსორი;

  • WATERMARK SENSOR – ნიადაგის ტენიანობის (Water Tension) სენსორი/ტენსიომეტრი.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გუბისწყალი
კულტურა: მოცვი
მთლიანი ფართობი: 25 ჰექტარი

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page