ხეხილოვანი კულტურის სანერგეში ს ენსორული სისტემების ინსტალაცია
კომპანია SST-მ შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ ქიწნისში 30 ჰა-ზე ევროსტანდარტებით მოწყობილ ხეხილოვანი კულტურების სანერგეში აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები დააპროექტა, დაამონტაჟა და პროგრამულად გამართა.
პროექტის პირველ ეტაპზე კომპანიის ექსპერტებმა შეარჩიეს სანერგისთვის რელევანტური აგრო-მეტეოსადგური და სენსორული სისტემები, შემდგომ ეტაპზე კი ბაღში დააინსტალირეს.
სანერგეში დამონტაჟდა შემდეგი სენსორული მოწყობილობები:
-
მეტეოსადგური: Vantage Pro2 (Davis Instruments);
-
ნიადაგის ტენიანობის სენსორები;
-
ფოთლის სისველის სენსორი.
აღნიშნული სისტემების ინტეგრაცია ფერმერს საშუალებას მისცემს უკეთ მართოს პროცესები სანერგეში და დაგეგმოს აგრო-ტექნიკური ღონისძიებები. ფერმერი მიიღებს დეტალურ ინფორმაციას:
-
კლიმატურ მონაცემებზე (ჯამში 23 ტიპის პარამეტრი);
-
3-დან 7 დღემდე ამინდის პროგნოზზე;
-
დაავადებების გავრცელების რისკების მონიტორინგზე;
-
ირიგაციის ეფექტურ მართვაზე;
-
აგროტექნიკური ღონისძიებების საათობრივი დაგეგმვის შესაძლებლობაზე კვირის ჭრილში და სხვა.
მდებარეობა: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქიწნისი
კულტურა: ხეხილი
მთლიანი ფართობი: 30 ჰექტარი