მეტეოსადგურის და სენსორული სისტემების ინსტალაცია ვენახში
SST-მ კახეთის რეგიონში, ვენახში საერთო ფართობით - 23 ჰექტარზე აგრო-მეტეოსადგურის და სენსორების პროექტირება, მონტაჟი და პროგრამული გამართვა განახორციელა.
სენსორული სისტემების პროექტირებისას კომპანიის ექსპერტებმა კულტურის და ნაკვეთის ტოპოგრაფიის გათვალისწინებით შეარჩიეს რელევენტური სისტემების ტიპები და რაოდენობა, იმ დაშვებით რომ სრული ტერიტორიიდან განხორციელებულიყო დეტალური მონაცემების შეგროვება და არსებული სისტემების მართვა.
პროექტის ფარგლებში სამიზნე საკვეთზე დამონტაჟებული სენსორული სისტემები:
-
მეტეოსადგური μMETOS 300-USW
-
ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი)
-
ფოთლის სისველის სენსორი
აღნიშნული სენსორული სისტემების საშუალებით დამკვეთი დეტალურ ინფორმაციას იღებს: ნიადაგურ - კლიმატურ მონაცემებზე, ამინდის პროგნოზზე, უზრუნველყოფს ირიგაციის მენეჯმენტს, გეგმავს აგროტექნიკურ ღონისძიებებს ნაკვეთზე (პესტიციდების და სასუქების შეტანის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი, მოსავლის აღების ოპტიმალური დრო...) და ა.შ.
მდებარეობა: თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტი
კულტურა: ვაზი
მთლიანი ფართობი: 23 ჰექტარი