top of page

ჭკვიანი სენსორები სახლებისთვის, სკოლებისა და სასტუმროებისთვის
 

SST გთავაზობთ თანამედროვე მეტეოსადგურებისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სენსორების პროექტირებასა და მონტაჟს როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებისთვის – სახლებისთვის, სკოლებისთვის და სასტუმროებისთვის.

 

ჩვენი მიზანია, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია მის გარშემო არსებულ კლიმატურ პირობებზე, ჰაერის დაბინძურების დონეზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლოა ზეგავლენას ახდენდეს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ აქტივობაზე.

რას მოიცავს სერვისი?

  • “ჭკვიანი ტექნოლოგიების” შერჩევა სამიზნე სივრცის საჭიროებების მიხედვით;

  • სისტემების მონტაჟი;

  • პროგრამული გამართვა და ინტეგრაცია.

 

სენსორული სისტემების ინტეგრაციის შედეგად, მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას და შეძლებთ:

  • მეტეომონაცემები - მაღალი სიზუსტის, ლოკალური ინფორმაცია ნალექებზე, ქარის სიჩქარეზე, მზის რადიაციაზე, ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობაზე.

  • ულტრაიისფერი გამოსხივების მონიტორინგი - UV-ის (ულტრაიისფერი გამოსხივება)  ზედა ზღვარის გადალახვის შეტყობინებები, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის დაცვას მავნე მზის გამოსხივებისგან.

  • Heat Index-ის კონტროლი - სითბური ინდექსის მაღალი მაჩვენებლების შემთხვევაში გაიცემა რეკომენდაციები ფიზიკური აქტივობების შესაზღუდად, განსაკუთრებით  - მოხუცების, ბავშვების, ორსულების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.

  • ჰაერის ხარისხის მონიტორინგი - თვალით უხილავი, ჯანმრთელობისთვის მავნე ნაწილაკებისა და სხვა მავნე ელემენტების აღმოჩენა შიდა და გარე სივრცეში, რაც დაგეხმარებათ განსაზღვროთ, სად არის უფრო უსაფრთხო ყოფნა (შიდა სივრცეში თუ ეზოში), საჭიროა  თუ არა სივრცის განიავება, თუ პირიქით, სჯობს ფანჯრების დახურვა ოთახის განიავება.

  • საგანგაშო შეტყობინებები - გაფრთხილებები ქარის, წვიმის, ტემპერატურისა და სხვა მეტეოროლოგოგიური მონაცემების შესახებ, როცა ისინი სცდება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებს.

smart-home-future.jpg

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2023 Sensors and Smart Technologies.

bottom of page