top of page

ჭკვიანი ტექნოლოგიები ბიო ვენახებისთვის

 SST‑მ გურიასა და კახეთში ბიო‑ვენახებში წარმატებით დააინსტალირა nMETOS 200 აგრო-მეტეოსადგურები (Metos by Pessl Instruments) და სრულად გამართა პროგრამულად.

 

ახლა მევენახეები ყოველდღიურად იღებენ მნიშვნელოვან აგრომონაცემებს რეალურ დროში, რაც საშუალებას აძლევთ წინასწარ დაგეგმონ ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვენახის მართვაში. მათ რეალურ დროში მიუწვდებათ ხელი: 

 

  •  3-7 -14 დღიან ლოკალურ ამინდის პროგნოზზე;

  •  23 ტიპის კლიმატურ პარამეტრზე (ტემპერატურა, ტენიანობა, ნალექი, დღიური ევაპოტრანსპირაცია, ფოთლის სისველე, Dew Point, VPD (Vapor Pressure Deficit), Delta Tდა სხვა);

  •  ვაზის 12 ძირითადი დაავადების გავრცელების რისკებზე (მაგ. ჭრაქი, ნაცარი და სხვა).

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ბიო-წარმოებისთვის?

 

ბიო ვენახებში, სადაც ქიმიური საშუალებების გამოყენება მკაცრად შეზღუდულია, ყოველი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ზუსტ და დროულ ინფორმაცია ვენახებში, მეტეოსადგურის გამოყენება კი მევენახეს საშუალებას აძლევს:

 

  • მიიღოს დაავადების გავრცელების ადრეული შეტყობინება;  

  • წინასწარ დაგეგმოს პრევენციული ღონისძიებები და სამუშაოები;

  • მინიმუმამდე დაიყვანოს პრეპარატების რაოდენობა და გამოიყენოს ისინი მხოლოდ საჭირო დროს;

  • დაიცვას მოსავალი და ნიადაგი ზედმეტი ჩარევებისგან;

  • უზრუნველყოს მოსავლის სტაბილურობა და ხარისხი კლიმატური გამოწვევების მიუხედავად.

    მდებარეობა: გურია, კახეთი
    კულტურა: ბიოვენახი

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page