აგრო-მეტეოსადგურები „მარნეული აგროს“ ერთწლოვანი კულტურებში
„სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები“ (SST) აგრძელებს ქართული აგროსექტორის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. კომპანია „მარნეული აგროსთან“ თანამშრომლობით, მარნეულსა და გარდაბანში, 440 ჰექტარ ფართობზე, თანამედროვე აგრო-მეტეოსადგურები დამონტაჟდა.
პროექტი მიზნად ისახავს ერთწლოვანი კულტურების (პომიდორი, სიმინდი, ხორბალი) წარმოების ოპტიმიზაციას სრული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვით.
ინოვაციური სისტემების დანერგვა კომპანიას აძლევს შესაძლებლობას:
მონაცემთა სიზუსტე: მიიღოს კლიმატური მაჩვენებლები რეალურ დროში და მინიმუმამდე დაიყვანოს ბუნებრივი რისკები;
ეფექტური მართვა: ოპტიმალურად დაგეგმოს მოსავლის აღება და დაავადება-მავნებლების კონტროლი;
რესურსების ოპტიმიზაცია: შეამციროს სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება;
ეკონომიურობა: დაზოგოს საოპერაციო ხარჯები და მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქტიულობა.
ეს პარტნიორობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში მდგრადი და მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ.
მდებარეობა: მარნელისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტი
კულტურა: სიმინდი, პომიდორი, ხორბალი
მთლიანი ფართობი: 440 ჰექტარი



