მეტეოსადგურების და სენსორების პროექტირება, მონტაჟი
ციფრული პლატფორმა GECSA
სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები (SST) მონაწილეობს მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს აგროსექტორის განვითარებას!
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტო ქმნის აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრულ პლატფორმას – GECSA (Georgia Climate Services for Agriculture). GECSA ფერმერებს მიაწვდის კლიმატზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას, მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, ასევე ხარჯების შემცირებას.
პროექტის ფარგლებში, კახეთსა და შიდა ქართლში ვაშლის, ვაზის, ატმის, ხორბლისა და სიმინდის ბაღებისთვის SST-მ წარმატებით დააპროგრამა და დაამონტაჟა:
-
9 აგრო-მეტეოროლოგიური სადგური;
-
1 ფერომონიანი ფოტოხაფანგი iSCOUT.
აგრომეტეოროლოგიური სადგურებიდან მუდმივ, ონლაინ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას:
-
3-7-14 დღიანი ამინდის პროგნოზზე;
-
23 ტიპის კლიმატური მონაცემზე.
ფერომონიანი ფოტოხაფანგის (iSCOUT) საშუალებით მუდმივ/ონლაინ რეჟიმში:
-
გაეცნობიან თუ როდის დგება მავნებლების გავრცელების რისკი;
-
მიიღებენ მავნებლის დამახასიათებელ ფოტოს;
-
მავნებლებზე და მათ გამრავლებაზე ლაივ რეჟიმში შეძლებენ დაკვირვებას: მავნებლების გავრცელების დონე, მავნებლის დასახელება და გავრცელების რაოდენობა.
ყველა მოწყობილობა წარმოებულია SST-ის პარტნიორი ავსტრიული კომპანიის – Metos by Pessl Instruments მიერ!
მდებარეობა: კახეთი, შიდა ქართლი
კულტურა: ვაშლი, ვენახი, ატამი, ხორბალი, სიმინდი