top of page

მეტეოსადგურების და სენსორების პროექტირება, მონტაჟი
ციფრული პლატფორმა GECSA

სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები (SST) მონაწილეობს მნიშვნელოვან პროექტში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს აგროსექტორის განვითარებას!

​

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტო ქმნის აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრულ პლატფორმას – GECSA (Georgia Climate Services for Agriculture). ​GECSA ფერმერებს მიაწვდის კლიმატზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას, მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის ზრდას, ასევე ხარჯების შემცირებას.

​

პროექტის ფარგლებში, კახეთსა და შიდა ქართლში ვაშლის, ვაზის, ატმის, ხორბლისა და სიმინდის ბაღებისთვის SST-მ წარმატებით დააპროგრამა და დაამონტაჟა:

  • 9 აგრო-მეტეოროლოგიური სადგური;

  • 1 ფერომონიანი ფოტოხაფანგი iSCOUT.
     

აგრომეტეოროლოგიური სადგურებიდან მუდმივ, ონლაინ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას:

  • 3-7-14 დღიანი ამინდის პროგნოზზე;

  • 23 ტიპის კლიმატური მონაცემზე.

 

ფერომონიანი ფოტოხაფანგის (iSCOUT) საშუალებით მუდმივ/ონლაინ რეჟიმში:

  • გაეცნობიან თუ როდის დგება მავნებლების გავრცელების რისკი;

  • მიიღებენ მავნებლის დამახასიათებელ ფოტოს;

  • მავნებლებზე და მათ გამრავლებაზე ლაივ რეჟიმში შეძლებენ დაკვირვებას:  მავნებლების გავრცელების დონე, მავნებლის დასახელება და  გავრცელების რაოდენობა.

 

ყველა მოწყობილობა წარმოებულია SST-ის პარტნიორი ავსტრიული კომპანიის – Metos by Pessl Instruments მიერ!

​

მდებარეობა: კახეთი, შიდა ქართლი
კულტურა: ვაშლი, ვენახი, ატამი, ხორბალი, სიმინდი

​

                   info@sst.ge​

               +995 599 81 99 81

Sensors and Smart Technologies

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page