სამთო-სათხილამურო კურორტზე მეტეოსადგურის პროექტირება, მონტაჟი
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი – ამჯერად საქართველოს ფარგლებს გარეთ!
SST-მ სომხურ-ფრანგული საერთაშორისო ჰოლდინგის დაკვეთით მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა სომხეთში, რომლის მიზანი არაგაცის მთაზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაა. პროექტის ფარგლებში, ზღვის დონიდან 1900, 2400 და 2600 მეტრ სიმაღლეზე მეტეოსადგურები დამონტაჟდა.
კლიმატური მონაცემების ანალიზის საფუძველზე, პირველ ეტაპზე დაგეგმილია:
-
საბაგირო ხაზებისა და სათხილამურო ბილიკების ოპტიმალური განლაგების განსაზღვრა;
-
ინფრასტრუქტურული ობიექტებისთვის შესაფერისი ადგილების იდენტიფიცირება;
-
სხვა მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება.
კურორტის ფუნქციონირების ეტაპზე,ონლაინ რეჟიმში მიღებული მეტეომონაცემები და ამინდის პროგნოზი ხელს შეუწყობს:
-
ხელოვნური გათოვლიანების ოპტიმალური დროის განსაზღვრას;
-
უსაფრთხოების ზომების ეფექტურ დაგეგმვას;
-
დამსვენებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას.
მომავალში დაგეგმილია მეტეოსადგურის დამატება ზღვის დონიდან 3300 მეტრზე, ასევე სენსორული სისტემების დანერგვა, რაც კურორტის ფუნქციონირებას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. სენსორების მეშვეობით შესაძლებელი იქნება:
-
თოვლის სიმაღლის მუდმივი მონიტორინგი;
-
თოვლისა და ყინულის დატვირთვის კონტროლი ბაგირებზე, შენობებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე;
-
ჰაერის დაბინძურების დონეების შეფასება.
მოცემული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, კომფორტული და ხანგრძლივი ტურისტული სეზონი არაგაცის მთაზე!
მდებარეობა: სომხეთი, არაგაცის მთა