top of page

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში: SST-სა და GG Wine-ის თანამშრომლობა

კომპანია SST-მ საქართველოში მორიგი წარმატებული აგროტექნოლოგიური პროექტი განახორციელა. კახეთის რეგიონში, კომპანია GG Wine-ის ვენახები უკვე აღჭურვილია სეტყვისგან დამცავი სისტემით, რაც მოსავლის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.

 

ტექნოლოგიური უპირატესობა და მუშაობის პრინციპი
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ესპანური ბრენდის, GRUPO SPAG-ის წარმოების სისტემა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილებაა თანამედროვე სოფლის მეურნეობაში. მოწყობილობის მოქმედების მექანიზმი ეფუძნება ზებგერით ტექნოლოგიას:
მოწყობილობა ყოველ 7 წამში უშვებს ზებგერით შოკურ ტალღებს, რაც ზრდის ჰაერის წინაღობას. სეტყვის მარცვლები, ამ ტალღებთან მრავალჯერადი შეხებისას ბუნებრივად იწყებენ დნობას, რაც ამცირებს მათ მიწაზე მყარი ფორმით ჩამოვარდნის შანსს.
 

პროექტის მასშტაბი
დანადგარი გათვლილია ფართო ტერიტორიაზე და სრულად იცავს 80 ჰექტრამდე ფართობს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს კლიმატური პირობებით გამოწვეულ აგრო-დანაკარგებს.


SST აგრძელებს ინოვაციური აგროტექნოლოგიების დანერგვას საქართველოს მასშტაბით, რათა ქართველ ფერმერებს განვითარების მდგრადი და დაცული გარემო შეუქმნას.

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page