top of page

25 ჰექტარი კაკლის ბაღის ჭკვიანი მართვა - სოფელი ძალისი

კომპანია "სენსორები და ჭკვიანი ტექნოლოგიები” SST -მ, სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისში მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა: 25 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი სრულად აღიჭურვა თანამედროვე აგრო-მეტეოსადგურითა და ნიადაგის ტენიანობის სენსორებით.


თანამედროვე აგრობიზნესის წარმატებას ზუსტი მონაცემები განსაზღვრავს. აგრო-მეტეოსადგურისა და სენსორული სისტემების დანერგვა კი ფერმერს საშუალებას აძლევს, მონაცემებზე დაფუძნებით მართოს ბაღი, რაც პირდაპირ აისახება მეურნეობის სტაბილურობასა და მოსავლიანობაზე.


რას ცვლის SST-ის ტექნოლოგიები თქვენს მეურნეობაში?

  • მონაცემებზე დაფუძნებული მართვა: მორწყვისა და შეწამვლის ზუსტი ვადების განსაზღვრა ნიადაგისა და ჰაერის პარამეტრების მიხედვით.

  • რისკების პრევენცია: მავნებლებისა და დაავადებების გავრცელების პროგნოზირება, რაც ამცირებს მოსავლის დაკარგვის საფრთხეს.

  • რესურსების ოპტიმიზაცია: წყლისა და  სასუქისა დანახარჯების მინიმუმამდე დაყვანა.

  • მოსავლიანობის ზრდას: მცენარისთვის იდეალური პირობების შექმნას მუდმივი მონიტორინგის ხარჯზე.

 

სოფლის მეურნეობის მომავალი ტექნოლოგიებშია. ჩვენ ვაგრძელებთ ინოვაციური გადაწყვეტების დანერგვას საქართველოს აგროსექტორში, რათა თანამედროვე ტექნოლოგიები გახდეს ხარისხიანი და უხვი მოსავლის გარანტი.

 

მდებარეობა: მცხეთის მუნიციპალიტეტი
კულტურა: კაკალი
მთლიანი ფართობი: 25 ჰექტარი

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page