აგრო-მეტეოსადგურის ინსტალაცია მოცვის ბაღში
SST-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ეწერში მდებარე მოცვის ბაღში დაამონტაჟა აგრო-მეტეოსადგური.
აღნიშნული სადგური აგრონომს ან ბაღის მეპატრონეს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში მიიღოს 23 სახეობის კლიმატური მონაცემი და ამინდის პროგნოზი 3, 7 და 14 დღიანი პერიოდებისთვის.
კლიმატური მონაცემები:
-
ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა;
-
მზის რადიაცია და ენერგია;
-
ქარის შესახებ მონაცემები: სიჩქარე,მიმართულება და ა.შ.
-
გაბატონებული ქარების მიმართულება და სიჩქარე;
-
ევაპოტრანსპირაცია;
-
წვიმის მაჩვენებელი (დროის მოცემულ მონაკვეთში);
-
VPD - ორთქლის ის რაოდენობა რომელიც ჰაერის სრულად გაჯერებისთვისაა საჭირო;
-
Chilling hours;
-
Growing degree days (GDD);
-
Due point - ტემპერატურის ზღვარი, რომლის ქვემოთაც ჰაერში არსებული ტენი გარდაიქმნება ნამად, ნისლად და წაყინვად;
-
Delta T.
ამინდის პროგნოზი (3-7 -14 დღიანი)
-
დაბალი ტემპერატურა (ყინვა)- ყინვის დაწყების სავარაუდო დრო და სავარაუდო ხანგრძლივობა, მაღალი ტემპერატურა;
-
ნალექების სავარაუდო ოდენობა - წვიმის ოდენობა მილიმეტრებში, გაწვიმების ალბათობა (%); თოვლის ალბათობა (%) და სიმაღლე (სმ);
-
ღრუბლიანობა (%) და ღრუბლის სიმაღლე;
-
ქარის მიმართულება, სიჩქარე და ქარის მოვარდნის სიჩქარე;
-
ჰაერის ტენიანობა (%) და დღიური ევაპოტრანსპირაცია;
-
მზის რადიაციის დონე.
მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ზედა ეწერი
კულტურა: მოცვი







