top of page

ვაშლისა და ატმის ბაღში მეტეოსადგურის და სენსორების

პროექტება, მონტაჟი

SST-მ სოფელ გარნეთში, 23 ჰექტარ ვაშლისა და ატმის ბაღში, უზრუნველყო მეტეოსადგურისა და სენსორების სისტემის პროექტირება, მონტაჟი და პროგრამული გამართვა.


ვაშლის ბაღი სრულად არის დაფარული სეტყვის საწინააღმდეგო ბადით, რაც განსხვავებულ მიკროკლიმატურ პირობებს ქმნის და შესაბამისად, დაავადებების განვითარების სპეციფიკურ გარემოსაც. ამ განსხვავებების გათვალისწინებით, ვაშლისა და ატმის ბაღებში დაყენდა ორი დამოუკიდებელი დაავადებების მონიტორინგის მოდული.

პროექტის ფარგლებში, ატმის ბაღში დამონტაჟებული სენსორული სისტემები:

  • მეტეოსადგური μMETOS® ET0-DISEASE-LORA*;

  • ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი);

  • ფოთლის სისველის სენსორი.
     

​ვაშლის ინტენსიური ბაღში დამონტაჟებული სენსორული სისტემები:

  • LORAIN DISEASE "LORA"*;

  • ნიადაგის ტენიანობის სენსორები (ტენსიომეტრი);

  • ფოთლის სისველის სენსორი;


აღნიშნული სენსორული სისტემების საშუალებით ფერმერი დეტალურ ინფორმაციას იღებს, ნიადაგურ - კლიმატურ მონაცემებზე, ამინდის პროგნოზზე, უზრუნველყოფს ირიგაციის მენეჯმენტს, ასევე ახორციელებს დაავადებების დეტალურ მონიტორინგს:  ატმის შემთხვევაში 7 ძირითადი დაავადება და ვაშლის შემთხვევაში 8 ძირითადი დაავადება.

 

*ტექნოლოგიური გადაწყვეტა: გამომდინარე იქედან, რომ ბაღში არ არის უწყვეტი მობილური კავშირი, მისი საოკუპაციო ხაზთან სიახლოვის გამო სპეცსამსახურები ახშობენ მობილური ოპერატორების სიგნალს, შეირჩა LoRa ტექნოლოგია. 

 

მდებარეობა: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი გარნეთი
კულტურა: ვაშლი და ატამი
სრული ფართობი: 23 ჰექტარი

  •       ვაშლი: 13 ჰა

  •       ატამი: 10 ჰა

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page