top of page

მოცვის ბაღში ამინდის სადგურის და სენსორული სისტემების ინსტალაცია

კომპანია "მკისას" დაკვეთით, SST-მ ხობის მუნიციპალიტეტში 20 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის ბაღში აგრო-მეტეოროლოგიური სადგურისა და სენსორული სისტემების პროგრამული გამართვა და ინსტალაცია განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა ბაღის ეფექტურ მართვასა და მოსავლიანობის ზრდას თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.

​

პროექტის პირველ ეტაპზე კომპანიის ექსპერტების მიერ მოხდა სამიზნე ნაკვეთის დეტალური შესწავლა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით სენსორული სისტემების შერჩევა. აღნიშნულის შემდგომ SST-მ უზრუნველყო სენსორული სისტემების იმპორტი, ინსტალაცია და პროგრამული გამართვა. ​

​

დამონტაჟებული სენსორული სისტემები: 

  • მეტეოსადგური - Vantage Pro2 GroWeather;

  • ტენსიომეტრი;

  • ფოთლის სისველის სენსორი;

  • ნიადაგის ტემპერატურის სენსორი.
     

აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს აგრო-რისკებს, ამარტივებს და აუმჯობესებს ბაღის მენეჯმენტს და ხელს უწყობს რესურსების (სარწყავი წყლის, შრომის, ქიმიკატების) ოპტიმიზაციას, საბოლოოდ კი იზრდება მოსავლიანობა და მოცვის ხარისხი. 

 

​მდებარეობა: ხობის მუნიციპალიტეტი
კულტურა: მოცვი 

მთლიანი ფართობი: 20 ჰექტარი

​

                   info@sst.ge​

               +995 599 81 99 81

Sensors and Smart Technologies

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page