კარტოფილის სადემონსტრა ციო ნაკვეთზე აგრო-მეტეოსადგურის მონტაჟი
SST-მ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახალციხეში კარტოფილის სადემონსტრაციო ნაკვეთზე აგრო-მეტეოსადგური დაამონტაჟა და ასოციაციის წევრი ფერმერებისთვის გამართა პრეზენტაცია თემაზე: “აგრომეტეოროლოგია მიწის მდგრადი მართვისთვის”.
აგრო-მეტეოსადგური ფერმერებს საშუალებას აძლევს ონლაინ რეჟიმში მიიღონ დეტალური ინფორმაცია 23 ტიპის კლიმატურ მონაცემზე, ასევე 3- 7 და 14 დღიან ამინდის პროგნოზზე.
მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ფერმერები შეძლებენ:
-
დაგეგმონ საველე და აგროტექნიკური ღონისძიებები ოპტიმალურად;
-
შეამცირონ საოპერაციო ხარჯები;
-
გაზარდონ მოსავლიანობა და მინიმუმამდე დაიყვანონ კლიმატური რისკები.
ტრენინგის განმავლობაში, მონაწილე ფერმერები დეტალურად გაეცნენ მეტეოსადგურების და სენსორული სისტემების მნიშვნელობას თანამედროვე აგრობიზნესში, მათი გამოყენების პრინციპებს, მათი ინტეგრაციით მიღებულ სარგებელს და გამოყენების შესაძლებლობებს.
მდებარეობა: ახალციხე
კულტურა: კარტოფილი