top of page

აგრო-მეტეოსადგურის და სენსორული სისტემები პროექტირება და ინსტალაცია

SST გთავაზობთ სენსორული სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად - სხვადასხვა კულტურებისთვის, ნებისმიერი ზომისა და რელიეფის მქონე მიწის ფართობზე, როგორც მობილური ოპერატორის დაფარვის პირობებში, ასევე დაფარვის არეალის გარეშე.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

I. საჭიროებების განსაზღვრა

SST-ის აექსპერტები ფერმერებთან და აგრონომებთან ერთად აფასებენ მეურნეობის სპეციფიკას და ირჩევენ შესაბამის სენსორულ სისტემებს.

 

II. სისტემების პროექტირება

ექსპერტები განსაზღვრავენ სენსორების რაოდენობას და ირჩევენ ინსტალაციისთვის ოპტიმალურ ადგილებს, მაქსიმალური ეფექტიანობისთვის.

 

III. პროგრამულად გამართვა და მონტაჟი 

ტექნიკური გუნდი უზრუნველყოფს სისტემების პროგრამულ კონფიცურაციას სრულფასოვანუ მონტაჟს სამიზნე ტერიტორიაზე და ახორციელებს პროგრამულ კონფიგურაციას სრულფასოვანი მუშაობისთვის.

 

SST გთავაზობთ შემდეგი ტიპის სენსორულ სისტემებს:

  • აგრო-მეტეოსადგური

  • ფოთლის სისველის სენსორი

  • ირიგაციის მონიტორინგის სენსორები

  • PAR სენსორი

  • iSCOUT (ფერომონიანი ფოტოხაფანგი)

  • DropSight

  • CropView

  • და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები


 

სენსორული სისტემების გამოყენებით შეძლებთ:

  • ზუსტად დაგეგმოთ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები

  • წინასწარ განსაზღვროთ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელების რისკები

  • აკონტროლოთ წაყინვის საფრთხე

  • შეაფასოთ მცენარის სტრესი (რადიაცია, ყინვა და სხვა გარემო პირობები)

  • განსაზღვროთ წყლის მიწოდების ოპტიმალური ოდენობა და დრო

  • აკონტროლოთ ნიადაგის მარილიანობის და ტენიანობის დონე

  • დააკვირდეთ გრუნტის წყლების დადგომის რისკებს

  • დაკვირდეთ მავნებლების გავრცელებას რეალურ დროში 

  • დაგეგმოთ მოსავლის აღება

  • მუდმივად აკონტროლოთ მცენარის განვითარება და დროულად მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები

photo-output (1).jpg

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page