top of page

ჩვენ ზუსტად ვიცით, როდის და როგორ ვიმოქმედოთ
ფერმერების გამოცდილება:ფერმის რეკორდი პოლონეთში

პოლონეთო_edited.jpg

2018 წელს ნიემირკის სოფელში მდებარე კრასნოდემბსკის ოჯახის ფერმა გამოირჩა ზამთრის რაფსის შთამბეჭდავი მოსავლით – 6.19 ტ/ჰა. ეს შედეგი მხოლოდ ერთ ტონით ჩამოუვარდებოდა იმ დროისთვის არსებულ მსოფლიო რეკორდს და ოფიციალურად იქნა აღიარებული, როგორც პოლონეთის რეკორდი.

 

ეს ერთჯერადი „გავარდნა“ არ ყოფილა, რადგან მომდევნო წელსაც ამავე ფერმაში რაფსის მოსავალი 6.10 ტ/ჰა-ს შეადგენდა. რა არის ასეთი მაღალი შედეგების მიღწევის საიდუმლო? ეს არის ფაქტორების ერთობლიობა – ჯიშის შერჩევა, თესვის თარიღის სწორად განსაზღვრა, საველე სამუშაოები, სასუქების და დაცვის ღონისძიებების სწორად გამოყენება. თუმცა, როგორც ევა კრასნოდემბსკა ამბობს – ყველაზე მთავარი მაინც ამინდია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მასზე გავლენა არ გვაქვს, საკუთარი მეტეოსადგურების დახმარებით შეგვიძლია მისი მონიტორინგი ყველა შესაძლო გზით და ჩვენც ასე ვიქცევით.

პირველი ამინდის სადგური ამ ფერმაში 2019 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. მათ ავსტრიულ კომპანია Pessl Instruments-ის მიერ წარმოებული METOS® ბრენდის მოწყობილობა შეარჩიეს. რატომ?

„იმიტომ, რომ ის ჯონ დირის დილერების ქსელით იყიდებოდა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან დიდი ნდობა გვაქვს ამ ამერიკული ბრენდის მიმართ – ვიყენებთ ამ მწარმოებლის ხუთ ტრაქტორს. თუ ჯონ დირი მათთან თანამშრომლობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკა საიმედო და გამოცდილია,“ – ხსნის ევა კრასნოდემბსკა.

ფერმერებმა შეიძინეს ამინდის სადგურის სრული ვერსია. ის დააყენეს მინდორში, უშუალოდ ფერმასთან ახლოს. დამატებითი კვება არ იყო საჭირო, რადგან სადგურს აქვს ჩაშენებული აკუმლატორი, რომელიც იკვებება მზის პანელიდან.

სადგურზე დამონტაჟებული სენსორები ზომავს ნალექს, ქარის სიჩქარესა და მიმართულებას, ტემპერატურასა და ჰაერის ფარდობით ტენიანობას, მზის რადიაციის ინტენსივობას, ნიადაგის ტენიანობასა და ტემპერატურას, ასევე მარილიანობას.

დამატებითი სენსორია „ხელოვნური ფოთოლი“, რომელიც ზომავს ფოთლის სველი პერიოდის ხანგრძლივობას. ეს ინფორმაცია, მათემატიკურ მოდელებთან ერთად, განსაზღვრავს დაავადების განვითარების რისკს. მონაცემები უკაბელოდ იგზავნება სერვერზე და ხელმისაწვდომია სმარტფონებზე ან ტაბლეტებზე დაყენებული აპლიკაციის მეშვეობით, ან კომპიუტერზე, ასევე შესაძლებელია როგორც მიმდინარე, ისე ისტორიული მონაცემების დათვალიერება.

სააბონენტოს გადახდის შემდეგ ფერმერებს ასევე ეძლევათ ამინდის პროგნოზზე წვდომა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სადგურის, არამედ სატელიტის მონაცემებს და ამინდის რადარებიდან მიღებულ ინფორმაციასაც.

„ასეთი ინფორმაცია ძალიან ფასეულია, რადგან ის საშუალებას იძლევა ველის სამუშაოები დროულად განხორციელდეს,“ – აღნიშნავს ევა კრასნოდემბსკა.

„მოკლე დაკვირვება საკმარისია: ვხედავ ტელეფონში რამდენი წვიმა მოვიდა, როდის დაიწყება და რა რაოდენობით. აქვე უნდა დავამატო, რომ პროგნოზი 99%-ით ზუსტია. ასეთი ცოდნა გადამწყვეტია, მაგალითად, სასუქის შეტანის დაგეგმვისას. ერთხელ გვქონდა ასეთი შემთხვევა ხორბალში მეორე დოზა აზოტთან დაკავშირებით – მედიაში გავრცელებულ არცერთ ამინდის პროგნოზში წვიმა არ იყო ნავარაუდევი. ყველასთვის ცნობილია, რომ ასეთ პირობებში სასუქის შეტანას აზრი არ აქვს, რადგან აზოტი წყალში არ გაიხსნება და ფესვებამდე ვერ ჩავა, არამედ ჰაერში აორთქლდება, მაგრამ ჩვენი სადგურის მონაცემებმა აჩვენა, რომ ნალექი მოსვლას აპირებდა. ჩვენ დავუჯერეთ ამ მონაცემებს და სასუქი შევიტანეთ. წვიმაც მოვიდა – დაახლოებით 12 ლიტრი წყალი კვადრატულ მეტრზე, რამაც აზოტი ნიადაგის პროფილში უფრო ღრმად ჩაუშვა და მცენარეებმა სრულად გამოიყენეს.“

სადგურის მონაცემები ნალექის რაოდენობისა და ნიადაგის ტენიანობის შესახებ ფერმერებს ეხმარება სწორი დროის შერჩევაში ველის სამუშაოების დასაწყებად ისე, რომ ნიადაგის სტრუქტურა არ დაზიანდეს. ჰაერის ტენიანობის ცოდნა კი, როგორც ევა კრასნოდემბსკა ამბობს, „საშუალებას გვაძლევს სწორად განვსაზღვროთ მარცვლეულის ვენტილაციის დრო სასილოსეებში ისე, რომ ხარისხი არ გაფუჭდეს.“

ძალიან მნიშვნელოვანი საშუალებაა ინფორმაცია სოკოვანი დაავადებების შესაძლო საფრთხის შესახებ. თავიდან ამას დიდად არ ვენდობოდით და როდესაც სისტემამ, სიცივისა და სიმშრალის გათვალისწინებით, გვირჩია T1 დამუშავებაზე უარი გვეთქვა (ღეროს ფუძის დაავადებების საწინააღმდეგოდ), ეს მხოლოდ მცირე ფართობზე გავითვალისწინეთ და მოვსინჯეთ. შემდეგ კი, მთლიან ყანაში T2 დამუშავებაც ჩავატარეთ ზედა ფოთლების დასაცავად. შედეგი იყო ის, რომ მხოლოდ T2 დამუშავებულმა ნაწილმა ნახევარი ტონით მეტი მოსავალი გამოიღო იმ ფართობთან შედარებით, სადაც T1 და T2 ორივე იყო ჩატარებული,“ – ამატებს ევა კრასნოდემბსკა.

ფერმერების განცხადებით, პირველმა ამინდის სადგურმა ერთ წელიწადში ამოიღო თავისი ღირებულება.

ამიტომ, უკვე 2020 წლის შუაში მათ მეორე სადგური შეიძინეს, ამჯერად სადემონსტრაციო ვერსია, რომელიც ზომავს ნალექს, ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას.

მალევე შეიძინეს ზონდის ტიპის სენსორი ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის გასაზომად. კრასნოდემბსკის ოჯახმა ასევე ორი ნალექსის რაოდენობის მზომიც შეიძინა.


მანამდე, 2019 წელს, მათ მწერების ხაფანგში ჩადეს ინვესტიცია, რომელიც მუშაობს აკუმლატორსა და მზის პანელზე. მოწყობილობას აქვს კამერა, რომელიც დღეში ერთხელ იღებს მაღალი გარჩევადობის ფოტოს დაჭერილი მწერების შესახებ და გზავნის მომხმარებლის ტელეფონზე. ამ გზით, მაგალითად, ისინი რაფსში კომბოსტოს გაზაფხულის ბუზის გავრცელებას აკვირდებიან.

„ეს მოწყობილობა გვიმარტივებს საველე დაკვირვებას და მავნებლების ადრეულ აღმოჩენას. ამის წყალობით, დაცვით ღონისძიებებს სწორ დროს ვატარებთ,“ – ამბობს ევა.

„Delta T პარამეტრი, რომელიც სისტემაშია ნაჩვენები, ძალიან სასარგებლოა შესაწამლი სამუშაოების დაგეგმვისას. ეს ტემპერატურისა და ჰაერის ტენიანობის კომბინაციაა. თუ ის ძალიან დაბალია, სჯობს საერთოდ არ ჩავატაროთ წამლობა, რადგან წვეთები ფოთლებიდან ჩამოიღვენთება. თუ Delta T ძალიან მაღალია, წამლობამაშინაც არ იქნება ეფექტური, რადგან პრეპარატი ფოთოლზე მოხვედრამდე აორთქლდება.“


საუბრის ბოლოს ევამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გაუსვა ხაზი - „ამინდის სადგური შესანიშნავი ინსტრუმენტია სადაზღვევო კომპანიათან დავის დროს, რადგან ის აფიქსირებს ყინვისა და სეტყვის ფაქტებს,“


Pessl Instruments-მა უკვე 55,000 მეტეოსადგური გაყიდა მსოფლიოს გარშემო. ხოლო პოლონეთში 900-ზე მეტია დაყენებული, აქედან დაახლოებით 30% ფერმებში. 
 

Sensors and Smart Technologies

info@sst.ge

+995 599 81 99 81

  • alt.text.label.LinkedIn
  • alt.text.label.Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • Whatsapp

©2025 Sensors and Smart Technologies. 

bottom of page